პატარა თავია
________________გონს ჩემს ოთახში მოვედი, რობის სახლში. თავთან ჯონგუკი იჯდა. სარწეველა სკამში მუხლებზე პლედგადაფარებულს ჩასძინებოდა. სახეზე სევდა და ბრაზი დასტყობიდა. გული ძალიან მტკიოდა, ცალი ხელის თითები მეყოფა ჩამოსათვლელად რამდენჯერ მტკენია გული, ფიზიკურად, ბიოლოგიური გული. ეს მწველი ტკივილია და ენით არ გადმოიცემა, არც ლექსიკური მარაგი მეყოფა გადმოსაცემად და ბევრს შესაძლოა გამოცდილება არ ეყოს გასაგებად.
ცხოვრებაში ბევრი ადამიანი დამიკარგავს, არც ერთ შემთხვევაში დამიდანაშაულებია ჩემი თავი, შესაძლოა სულ ცოტახანს, ყოველთვის ვიცოდი რომ ურთიერთობაში ყველაფერი ჩავდე. ახლა? ახლა მინდოდა მეც იუნგის მივყოლოდი. ვიცოდი, ჩემი მეგობარი, ერთადერთი მეგობარი, ცუდად იყო. იუნგი იმაზე ბევრად ადრე მოკვდა, ვიდრე ფიზიკურად, ჯუნმაც კი ვერ შეძლო მამამისის შეკავება ამ სამყაროში.-გუკ, გაიღვიძე.-ჯონგუკს ფხიზლად ეძინა, მაშინვე გაახილა თვალები, მუხლებით დაეცა საწოლზე და სევდიანად ჩამაშტერდა სახეში.
-იუნგისთან წამიყვანე, კარგი?-მხოლიდ თავი დამიქნია, შუბლზე ისე მაკოცა საკუთარი უბადრუკი თავი შემებრალა.
ჩემი საუკეთესო მეგობარი უძრავად იწვა, სახე გაყინვოდა, თეთრი კანი კიდევ უფრო გასთეთრებოდა. ახლა აღარ ეშინოდა, აღარც პირუტყვ ქმარს გაურბიდა და აღარც ტკივილს. იუნგი ახლა კარგად იყო? თავისი შვილის გარეშე?
-გინდა წავიდეთ?-ალბათ დიდხანს გავშტერდი, ჯონგუკი ფრთხილად შემეხო მხარზე.
-სად უნდა წავიდე, ჯონგუკ, ჩემი თავშესაფარი დანგრეულია.-იუნგის ცივი ხელები ჰქონდა, მხოლოდ ეს ვიგრძენი, როდესაც მის გულზე დაკრეფილ ხელებს ვემთხვიე.
არ შემიძლია აღვწერო რას განვიცდიდი, როგორ ვგრძნობდი თავს. ვიჯექი და ველოდი, ოღონდ არ ვიცოდი რას. ნეტავ შემძლებოდა ახლა და თვალსაც არ დავახამხამებდი, არც ჯონგუკს დავინდობდი მარტოობისათვის და არც ჩემს შვილს უმამობისათვის ოღონდ ჩემი იუნგი ყოფილიყო ცოცხალი. ჩემი ბრალია! მე უნდა მომესმინა, მე უნდა გამეგო მისთვის. მე კი ეგოისტი ვარ, საშინლად ეგოისტი, მხოლოდ ჩემთვის უნდა ესმინა იუნს, მეგონა მხოლოდ მე მტკიოდა. იუნგის სიცოცხლე უნდოდა, ფერადი სამყარო უყვარდა, რამ დაგიბნელა ასე გული, ჩემო ერთადერთო, რა ვერ დაიტია შენმა პატარა სხეულმა?
ჯონგუკმა გვიან საღამოს წამოგვიყვანა სახლში. ჯუნს გამოვუცვალე და ვაჭამე. ჩემი პატარა ალფა გემრიელად ილუკმებოდა. იჭირვეულა, როდესაც საწოლში ჩავაწვინე, ჯონგუკის გულზე მოისვენა საბოლოოდ, მამისეულ იავნანას ვუმღეროდი.
დაკრძალვის დღეს ზედმეტად ნაცნობ სახეს გადავაწყდი.
ჰოსოკი დანანებით დასცქეროდა უკანასკნელ გზაზე ჩემს მეგობარს.
-აქ რა გინდა?-ვკითხე მშვიდად, როდესაც მივუახლოვდი.
-ჯუნი, მოდი ჩემთან.-ჰოსიკს პასუხი არ გაუცია, ჯუნმა ხელი გაუწოდა ჰოსოკს, ალფამ ბავშვი მარდად აიტაცა.-არ შეიძლება შენს მდგომარეობაში მძიმეს აწევა.
-აქ რა გინდა?
-ჩემს ჭეშმარიტს დავტირი.-დანანებით მიპასუხა ჰოსოკმა, პირი დავაღე.-არასოდეს დავიჯერებ იმას, რასაც ისინი ამბობენ.
-რას გულისხმობ, ჰოსოკ?
-გაიგებ, ყველა გაიგებს, თეჰი.-ალფამ შუბლზე მაკოცა, მერე ჯუნი შეათამაშა ხელებში და წავიდა.
დაკრძალვიდან პირდაპირ სახლში წამოვედით და ჯუნი ისევ თან წამოვიყვანე, ჩემი მეგობრისგან დარჩენილ, ერთადერთ შვილს ვერ დავტოვებდი.
ჯონგუკს და ჯუნს ისევ ერთად ეძინათ, ჯუნის თავისი პატარა, ბუთხუზა ლოყა ჯონგუკის მკერდზე დაეყრდნო. ტირილისა და ვაებისაგან შეშინებულ ბავშვს მოსწონდა ალფას გვერდით ყოფნა, ამშვიდებდა და აყუჩებდა ძლიერის სიახლივე.ჰოსოკის სიტყვები ყურებიდან არ ამომდიოდა, მაშინაც კი ჩამესმოდა, როცა გონება დავკარგე. ახლა მართლა მარტო დავრჩი, ჩემი შვილისა და ჯონგუკის ამარა. იმ უმთვარო ღამეს ფანჯარასთან მდგომმა რომ გავატარე, მივხვდი ჯონგუკის გაშვება გამიჭირდებოდა და არც მინდოდა. ეგოისტი ვარ. ყოველთვის ეგოისტი ვიყავი და ამას ვერაფერი შეცვლის.
______
პატარა თავია, წავედი სერიალი გავაგრძელო.
😌
კომენტარები 👇