15

416 54 36
                                    

ჩემი და ყოველთვის მარიგებდა ჭკუას იდოტური ფრაზებით, რომლებიც წიგნებში ამოიკითხა. თქვენ გგონიათ ავტორებმა იციან რას ლაპარაკობენ? თუ ასე გგონიათ გეტყვით რომ არა. გრძნობაზე დაყრდნობილი, უეცარი ამოხეთქვაა თითოეული ფრაზა თუ ციტატა. ჩემი დის სამოტივაციო ფრაზების საპირისპიროდ სხვა ავტორები მომყავდა მაგალითებად. საბოლოოდ კი ასეა, მარტივია სხვის ცხოვრებაზე დასკვნების გაკეთება, როდესაც თავად მისი ცხოვრებით არ გიცხოვრია.

ადრიან გაზაფხულზე გათხოვდა, განა მშვენიერი არაა თავნება მარტმა ფიფქებით რომ დაგვთოვა? თუ ვინმე მკითხავს მინდა შემოდგომა ვიყო წელიწადის დროებს შორის, უკვე მობერებული, გამოცდილი და დინჯი შემოდგომა, თვეებიდან კი თავნება და ურჩი მარტი. მარტი ჩემს თვალში ლამაზი ომეგაა, რომელსაც არაფრის ეშინია.

   გასულ დღეებში, მივხვდი, ჩემში რაღაც ადამიანური ჩაკვდა. ავტობუსში ვიჯექი, ყველა ადგილი დაკავებული იყო, უმეტესად ასაკიანი ხალხი ისხდა და როდესაც მოხუცი ქალი ამოვიდა ტრანსპორტში ზანტად წამოვდექი, იქვე დავდექი და დაველოდე მადლობას. მადლობა არ გადამიხადეს, პირველი ბრაზი მაშინ ვიგრძენი, რა ვალდებულება მქონდა ადგილი დამეთმო. ქალმა ტირილი დაიწყო, გვერდით მჯდომ ახალგაზრდა ომეგას სთხოვა ყვითელ ფურცელზე ჩამოწერილ ნომერბს შორის ბოლოზე შეუჩერებლად დაერეკა. ქალი საავადმყოფოში დატოვებულ ქმარს ტიროდა. იქნებ ცოცხლადაც კი დაიტირა. არ შემეცოდა, მიუხედავად იმისა რომ მოთქმით ტიროდა.

  რობი რომ მოკვდა მე ობოლი ცრემლიც კი ვერ გადმოვაგდე, მივხვდი რომ მარტო დავრჩი. რობი ჩემთვის სანგარი იყო, მის უკან ვემალებოდი დამღლელ ცხოვრებას და მისგარეშე შიშვლად დავრჩი ამ უაზრო ომში, რომელიც ჩემსა და დანარჩენ სამყაროს შორის იყო.

  ლამპიონები დაცარიელებულ ქუჩას ანათებენ, ალაგ-ალაგ თუ გაივლის მანქანა, კიდევ უფრო იშვიათად აბუზული სხეულები დაიარებიან ღამის ქუჩაში. ჯონგუკი სამი დღეა არ გამოჩენილა. არ უნდა მიმეცა უფლება საკუთარი თავისთვის იმედი გამჩენოდა. ახლა კისერი მომეღრიცა მისი ლოდინით, გამუდმებით კარისკენ გამირბის თვალი, ყოველ ჩქამზე ჩემი გული ბედნიერი ყვირის რომ მოვიდა, მერე კი გამტყუვნებული მოქიშპესავით დუმს. მისგან მონაწერს ველოდები, ჩვენს სულელურ ფოტოებს ვუყურებ და ჩემს მზერაში რაღაც უცხოს ვიჭერ. არ ვიცი... ვუყურებდი ვინმეს ოდესმე ასე?

ყველაფერი - ერთფეროვანი და მოსაწყენიWhere stories live. Discover now