-დაიძინა?-მამიდაშვილს გავუღიმე და გვერდით მივუჯექი, ძალიან მომნატრებია.
-ჰო, პატარა დემონივით სძინავს.
-ჩემს შვილს ასე ნუ ეძახით.-აწიკვინდა ქეი. ყველას სიცილი აგვიტყდა. ჩემთვის და ნიკისთვის გამოყოფილ ოთახში ვისხედით.
-ნიკოლეტ, რას ფიქრობ ხომ მაგარია თე და ჯინი თუ ერთად იქნებიან?
-ვფიქრობ, არასწორია ჩემი ბიძაშვილის ასე გამეტება.-ნიკის ოდნავ ვუჩმიტე, არ მინდოდა ჩემგამო ეჩხუბათ. მე მაინც არასოდეს შევხედავ ჯინს, როგორც ჩემს მომავალს.
-წავალ,ბავშვს დავხედავ.
-გეგონება სხვას შვილი არ გაუჩენია.-დაიფრუტუნა ჩემმა ნიკიმ.
-ნუ იშლი ნერვებს, არ ღირს.
-მოდი კიდევ მომიყევი ამ ალფაზე.-ყურებამდე გაიღიმა ნიკი. ჩემს მკერდზე თავი დადო და ჯონგუკის ფოტოების მოთხოვნა თავიდან დაიწყო.-მალე უნდა წახვიდე მასთან, მე კი საოცრად მომენატრე, მაგრამ ესენი გაგაგიჟებენ.-მიჩურჩულა და თმა გადამიწია, ნაზად მაკოცა.
-ჰო, ზეგ წავალ.
-თე, დამპირდი რომ შენთვის და ჯონგუკისთვის იბრძოლებ, აქამდე ასე არავიზე გისაუბრია, არასოდეს.
-უბრალოდ შენ არ იცი რა მაგარია, უფრო სწორად არ გახსოვს, იყო ურთიერთობაში. სულის გაზაფხულს ჰგავს.
-თუ ჩვენ ორივემ ვიცით რომ შორს წასვლა ზღვაში დახრჩობის ტოლფასია? უარესი, ჭაობში.-პანიკაში ჩავვარდი უეცრად.
-საიდან იცი წინასწარ რა იქნება?-გაჯავრდა ნიკი.
-შენ რაღაც ბევრს საუბრობ ამ თემაზე.-ყურადღება რომ გადაეტანა საუბარი მასზე განვაგრძე. გაამართლა და რაღაცები მომიყვა, სანამ ჩემი და შემოვიდოდა.
ნიკის და ჩემს დას მუდამ ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. ქეის ყველაფრის მართვა მოსწონდა, ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა, ნიკის კი ეს აგიჟებდა.