შინ დაბრუნებიდან ორ დღეში ჯონგუკმა მეგობრებში დამამატა ფეისბუქზე და მომწერა. საყვედური მომხვდა, რომ ჩამოვედი და არ ვუთხარი. რა მექნა ვერ მოვიფიქრე როგორ მეთქვა. სკოლის რაღაც ზეიმზე დამპატიჟა, მისი სადამრიგებლო აწყობს. დავთანხმდი. ძალიან გამიხარდა მსგავსი რამ.
ხალხი თვლის რომ ჩემზე პასუხისმგებლობა აქვთ ან არ აქვთ. მეზობელმა კაცმა შემოდგომის ბოლოს შეშა მომიტანა, დახერხილი და დაჩეხილი. ასე მითხრა, ქვრივი ხარ და ფულიც ცოტა შემოგდისო. უნდა გამხარებოდა? არ გამიხარდა. არა, შეშა რომ მექნებოდა გამიხარდა, მაგრამ ის რომ ქვრივობა მიუსაფარად ყოფნას ნიშნავს, არა. ადმიანების მეორე კატეგორია ჩუმად, ქვეშ-ქვეშ მითვალთვალებს, ჩემს ცხოვრებაზე ჭორაობს და მხრებიდან ქვრივის თრევის ტვირთი მოხსნილი აქვს. ისინიც მაღიზიანებენ. მე არ ვარ დამნაშავე იმაში რომ ქვრივი ვარ, არც იმაში რასაც ეს სახელწოდება მაგრძნობინებს. თავს დამნაშავედ ვგრძნობ რობის გამო? მხოლოდ მაშინ როდესაც ქვრივს მეძახიან და მხოლოდ იმიტომ რომ საკმარისი ტკივილი ვერ ვიგრძენი. რობი ამას იმსახურებდა, იმსახურებდა მის ქმარს ცრემლი ეღვარა მისავე მკერდზე. ჩემი დანაშაულია რომ არ მიყვარდა, ამას ხშიარდ ვეუბნები თავს, მაგრამ რობი არ მიყვარდება.
ფერადი ტანსაცმელი მიყვარდა, თურაშაულისფერი მაისურები და თეთრი ჯინსები. ახლა იძულებული ვარ განწყობა მოჟამული ფერებით გავიფუჭო, რადგან დამნაშავე ვარ ჩემი ქმრის არ სიყვარულში.
ზეიმზე მივედი, აბა რა უნდა მექნა, როდესაც შანსი მქონდა ჯონგუკისნაირი ბიჭი ბავშვებს შორის მენახა. პატარა სააქტო დარბაზში პატივით მიმიპატიჟეს, როგორც გამგეობიდან მისული სტუმარი. სასაცილო ის იყო გამგეობაში სულ არ იცოდნენ სად ვიყავი. ჯონგუკს რეპეტიცია მაშინ დაემთავრებინა მე რომ შევედი, ჯერ კიდევ დამხმარე მასწავლებლებისა და მშობლების გარემოცვაში იყვნენ მისი პატარები. ხელი ენერგიულად დამიქნია, მერე კი ისეთი რამ გააკეთა მინდოდა წივილით დამერტყა წრე სკოლაზე. მოვიდა და ლოყაზე ხელი მომითათუნა, მომიკითხა, მგზავრობისა და დასვენების შესახებ მკითხა და ბოლოს ლოყაზე მაკოცა. მაინტერესებდა და გავხედე, ბევრი ომეგა გვიყურებდა შორიდან, შერული ემოციით მზერაში.