13

426 53 51
                                    

მთვრალი ადამიანები მაგარ გადაწყვეტილებებს იღებენ. ნაბახუსევი საწოლში ვეგდე, გულაღმა, პირღიასა და თმააბურდულს გამეღვიძა. მახსოვდა როგორ აგონიურად ვბღაოდი ნახევარი ღამე ცუდი შვილი ვარ-მეთქი, მერე გადავწყვიტე ყველასთვის მეჩვენებინა შვილის გაზრდის მაგალითი, აღზრდისაც და დიდებული მიზანი დავისახე, უნდა დავორსულდე.
 
  ჯონგუკზე სიმპათიური და ჩემთვის მისაღები კაცი ჯერ არ შემხვედრია, რატომ არ გავაჩინო მისგან შვილი. დავორსულდები და მერე იუნგისა და ჯუნთან ერათად წავალ. იმ აზრს რომ ამ ყველაფერს უამრავი სირთულე ახლავს ვაიგნორებ. არაფერში მჭირდება ნეგატივი, პოზიტიურად უნდა ვიფიქრო და ჩემი ცხოვრებაც პოზიტიურად წავა.

  სამსახურისთვის მზადების პერიოდში, ვფიქრობ მომიხდება თუ არა დიდი მუცელი, როგორი რთული იქნება გული რომ ამერევა ყოველ წამს. მაგარია!

  თავს მთელი დილა დებილურად ვგრძნობდი, იმდენად მინდოდა ის, რაც თავს დავაჯერე რომ ერთი-ორჯერ გულის რევის შეგრძენებაც გამიჩნდა. დამშვიდდი თეჰიონ, საუკუნეა კონტარცეფტივებზე ხარ, სპირალიც გქონდა და ათასი უბედურება, რომელთა გახსენებაც არ გაწყობს, დიდად თავს ნუ დაიიმედებ.

  შუადღით გამჩენმა არ დამასვენა და ჯონგუკს მივწერე. ბოლოს ის საღამო გავატარეთ ერთად, ის ეწეოდა, მე მისი თითებიდან ვაბოლებდი და გუკის მკერდზე ვგორავდი. მგონი ბრაზს უნდა გადაევლო, გადასამოწმებლად მოვიკითხე. მალევე მიპასუხა, არც მოკლე ტექსტით და არც აგდებულად. საღამოს ჩემთან დავიბარე.

   გუგლში დავსერჩე "როგორ დავორსულდეთ?" უამრავი სულელური სტატია ვნახე, ფორუმზე ერთმანეთს ეღადავებოდნენ, არაფერი მომცა ინტერნეტში ძრომიალმა და ისევ ის გავიხსენე როგორ ასწავლიდა ჩემი ერთი ნაცნობი მეორეს ხრიკებს. დიდხანს უნდა დარჩეს გუკი იქ, სადაც იქნება და შემდეგ მუთაქა უნდა ამოვიდო ფეხებში.

  სახლში აჩქარებული ნაბიჯით დავბრუნდი, ცოტა მივალაგე, გუკის საყვარელი საჭმელი გავაკეთე, ხორცი შევწვი. მაცივარში ერთი პაკეტი რძეც შევდგი და კალათი ხილით გავავსე. გამახსენდა რომ სანთელებიც მქონდა, სამი მათგანი ავანთე მაგიდაზე დავდგი, ორიც თაროზე. ნერვიულად ვიჯექი და ფეხის ბაკუნით ველოდებოდი ჯონგუკის მოსვლას. პირველად ჩემს ცხოვრებაში ინიციატორი უნდა გავმხდარიყავი, არა ვყოფილვარ რამდენჯერმე ჰოსოკთან, მაგრამ ის უცბათ გამომტაცებდა-ხოლმე სადავეებს და არაფრის საშუალებას მაძლევდა ამ ღამეს კი ჯონგუკთან ყველაფერი ისე მსურდა, როგორც არასოდეს.

ყველაფერი - ერთფეროვანი და მოსაწყენიWhere stories live. Discover now