20

318 43 42
                                    

არ ვიცი ჩემს მუცელზე მძინარე ჯონგუკის თმაზე თამაშისას რატომ მომივიდა ეს აზრები. იქნებ იმიტომ რომ ჩემი ნაყოფი ნელ-ნელა პატარა ადამიანად ჩამოყალიბდება და ეს ცოდნა, რაც მთელი ამ დროის განმავლობაში დამიგროვდა უნდა გადავცე?! არა, სისულელეა. უბრალოდ მარტოობის ჟამს მომაწვებოდა-ხოლმე მსგავსი ფიქრები.

  იმ არც ისე მცირე დროის მანძილზე, რაც ამ ქვეყნად მიცხოვრია, გავაანალიზე რომ ადამიანები არ იბადებიან არც ბოროტები და არც სულით მახინჯები. ყველას თავისი ნათრევი ტვირთი აბოროტებს. სულელურ საპნის ოპერებში ამიტომაც წარმოაჩენენ-ხოლმე "ცუდი" ადამიანების შვილებს სამაგალითო ადამიანებად. მაინც ფსიქიკისა და მსოფმხედველობის ამბავია. ჩემს მაგალითზე ავიღოთ, ცხოვრებაში იმდენი ღალატი და მლიქვნელობა მინახავს ნდობა ნულს ქვემოთ მაქვს. ცოტათი სასტიკიც ვხდები ნელ-ნელა. ადამიანური ბუნება მეტად გამოუცნობია, რა მნიშვნელობა აქვს ვეძებთ თუ თავად ვქმნით საკუთარ თავს, მისი შეცნობა ბოლომდე არასოდეს შეგვეძლება.

-ჩამძინებია.-ჯონგუკი ზე საყვარელია, პატარა ბავშვივით იზმორება.

-დიდხანს არ გიძინია.-მინდა რომ ჩავეხუტო და თავადაც ვაგრძნობინო სითბო, მთელი ნაცნობობის მანძილზე ჯონგუკი რომ გასცემდა ჩემდამი.

-რამე ხომ არ გატკინე?

-გუკ, ორსულად ვარ ნაწილებად კი არ ვიშლები.-შუბლზე თმა გადამიწია და მაკოცა.

-მთელი ცხოვრება ვგიჟდებოდი ბავშვებზე, ახლა კი შენ საკუთარს მაჩუქებ, რომელიც სხვანაირ კაცად მაქცევს. განა რა შეიძლება ახლა ჩემთვის შენზე მშვენიერი, ძვირფასი და საფრთხილო იყოს?-მწარე იმედგაცრუებამ ცხვირი ამიწვა, მაინც რა მწარეა მყიფე ზედაპირზე ცხვირით შეჯახება.

ჩემს ტვინში მტკიცედ გამოიკვანძა აზრი, რომ მისი ჩემთან ყოფნის ერთადერთი მიზეზი ბავშვი იყო. მთელი ცხოვრება ყველასგან მოძულებული, ყველასთვის უცნაური გამაღიზიანებელი თეჰიონი შესაძლოა საკუთარი ბავშვის მამისთვისაც უნდომი აღმოჩნდეს, მაგარია. სიტყვები ენაზე ვეღარ დავიმორჩილე, ემოციებმა გადამრიეს და თვალებიდან სიმწრილს კურცხალი გადმომივარდა.

ყველაფერი - ერთფეროვანი და მოსაწყენიWhere stories live. Discover now