18

354 48 39
                                    

არ მოვიტყუები, გუშინ საღამოს ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი. მერე ერთმა მკითხველმა მომილბო გული, მაინც ვერ ვხვდები რას ვაკლებ თეჰიონის პერსონაჟს. არ ვიტყვი, როგორც უნდათ ისე გაითავისონ-მეთქი და არ მასვენებს გამჩენი. შეგნებულად არ ვუპასუხე თქვენ კითხვებს და არ ვაპირებ ჯერ-ჯერობით.

ჯერ თქვენ გამეცით კითხვაზე პასუხი რა ვერ გაუგეთ ამ ადამიანს?

ჰო და წუწუნის და დრამის მოსმენა თუ გინდოდათ (სხვანაირად მქონდა თხრობა ჩაფიქრებული) კი ბატონო.

დილა მშვიდობისა ⛅

__________

აუტანელია, როდესაც შენს ცხოვრებაში ვიღაც მნიშვნელობას იცვლის. რობის გაცნობამდე ასე ვცხოვრობდი და ასე გავაგრძელე რობის მერეც. ადამიანებს ჩემს ცხოვრებაში იმედგაცრუების მეტი არაფერი მოუტანიათ. არასწორ ადამიანებს შევხვდი? მაშ როდის შევხვდები სწორებს? იქნებ არასოდეს, ან იქნებ ამას ვიმსახურებ, არავინ იცის. მე კი არ მიმაჩნია საკუთარი თავი იმის ღირსად რომ ამ ადამიანებმა მჯიჯგნეს მთელი ცხოვრება.

ერთ ალფასთან ხუთი წელი ვმეგობრობდი, საათობით ვსაუბრობდით ტელეფონზე და ყველაფერი, რომანტიული გრძნობები არ გვქონია ერთმანეთის მიმართ, ჭეშმარიტად მეგობრობა გვაკავშირებდა. ერთ დღესაც ომეგა შეირთო და ერთ თვეში ჩემი ცხოვრებიდან ისე აორთქლდა თითქოს არც მიარსებია. გული დამწყდა, საშინლად მეწყინა, რა უნდა მეფიქრა? გადაწყვეტილების მიღება თქვენთვის მომინდია. მერე იყო და ჩემმა საუკეთესო მეგობარმა გადმომაბრალა ჩემი გშურსო, არადა მისი მეწყვილე არ მომწონდა და ვცდილობდი ჩამომეშორებინა. მერე იყო სამ წლიანი მეგობრობა სამჯერ სამას სამოცდახუთ დღიანი მიმოწერა ეს გამრავლებული ოცდაოთხ საათზე და ბოლოს ნევროზი შემრჩა. აქ დავასკვენი, ზედმეტად ვიხარჯებოდი ურთიერთობებში, ვცდილობდი ყველაფერი გამეცა იმის მოლოდინში რომ მეც ყველაფერს მივიღებდი. ასე ხდებოდა ყოველთვის, ბევრს აღარ გავაგრძელებ... მივენდობოდი ვინმეს, სულს ჩამოვაყრდნიბდი მხარზე და თითქოს მის სიმძიმეს ვერ უძლებენო.

ყველაფერი - ერთფეროვანი და მოსაწყენიWhere stories live. Discover now