წვიმს, ძალიან არა, ალაგ-ალაგ ცვივა წვრილი წვეთები. ქოლგა მაინც გაშლილი მიჭირავს, აზრით, რომ თმა გამეწეწება საკუთარ თავს ვატყუებ, თითქოს არ ვიმალები.
მუცელში რაღაც მწვავს, გეგონება მთელი შიგნეული მჟავაში მეხარშება. შეიძლება ცივა კიდეც, რადგან კაცი, რომელიც ყოველ დილას მხვდება-ხოლმე, სამსახურში წასვლისას, თბილ ქურთუკშია გახვეული. ტვინს საშინელი ფიქრები მიწვავს, საშინლად გაღიზიანებული ვარ. მხოლოდ მე არ მიჭირავს ქოლგა, ე.ი გიჟივით არ დავდივარ, თუმცა ეს ფაქტი არც ისე მაწუხებს. წინ ქალი მოდის, წითური თმა უკან შეუკრავს და სქელი წინამო* უფარავს შუბლს. შავი ჩექმა აცვია, მუხლამდე. თავდაჯერებული ნაბიჯებით ჩამიარა, ქუსლების კაკუნით. საოცარია, როგორი ლამაზები არიან თავდაჯერებული ქალები. ვისურვებდი ასეთი ვყოფილიყავი, ლამაზი და თავდაჯერებული, მაგრამ არც ერთი ვიქნები ოდესმე და არც მეორე. ქვაფენილს გაფაციცებით ვაყოლებ თვალს, დილით ლამის ცხვირ-პირი ავილეწე კიბეზე, არ მინდა განმეორდეს.
ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი, იმის უფრო მეშინია, რომ იუნგის დავკარგავ, ვიდრე რამე სხვის. იუნგი ერთადერთია, ვისთანაც შემიძლია საკუთარი თავი ვიყო. ჯოუი ისევ თავის ფურცლებს უზის. რა მაჩერებს ამ ქვეყანაში, რა მაიძულებს ამ ბავშვს და მის სახეს ვუყურო. მინდა ახლავე წამოვხტე და ბარგი ჩავალაგო.
იუნგის მხოლოდ ერთ სიტყვას ვუგზავნი მესიჯად "მოვდივარ". ჩემი და და მშობლები მზად იყვნენ ჯინისთვის მიეცათ ჩემი თავი, ოღონდ მარტოობაში არ მოვმკვდარიყავი, ჯონგუკს მთელი ცხოვრება წინ აქვს, ცხოვრება ჩემ გარეშე, ვინმე ლამაზ ომეგასთან. ამ ქვეყნად არავინ და არაფერი გამაჩნია არაფერი, რისთვისაც აქ უნდა დავრჩე. მოულოდნელად თავი ძალიან ცუდად მაგრძნობინა ამ აღმოჩენამ, ძალიან მინდოდა, ყოველთვის მინდოდა ლამაზი ოჯახი. თუნდაც ჩამონგრეული, სარემონტო სახლი, სადაც სიყვარული დამელოდებოდა. სადაც ადამიანი იქნებოდა, ვისაც ვეყვარებოდი. მკითხავდა, როგორი დღე მქონდა, ჭამა ხომ არ დამავიწყდა ან მეტყოდა, რომ მოვენატრე.