ჯონგუკის მკერდზე გორაობა ადვილად გახდა ჩემი საყვარელი ქმედება. მეგონა ორსულებისათვის დამახასიათებელი რაღაცები ცოტა გვიან დამეწყებოდა, მაგრამ შევცდი. ჩემი გონება და სხეული მუდამ ჯონგუკს მოითხოვდა. მომწონდა ალფას მკერდზე კოტრიალი, ბოლო დროს ამის მეტი არაფერი მიკეთებია. ისე გავიდა ჩემი ორსულიბის გაგების ერთი თვე. ექიმმა ისევ მოგვასმენინა ჩვენი შვილის გულისცემა. სამყაროში ასეთი მძაფრი და ლამაზი არაფერი გამიგია, ჩემს შვილის გული გიჟურად უცემდა.
-ერთი სული აქვს მამაშენს ხელში აგიყვანოს.-ჯონგუკს რუტინად ექცა ბავშვთან საუბარი (ჰო, ეს მაინც მოხდა, ჩვენს ნაყოფს ბავშვს ვუწოდებ, აბა რა მეგონა?). გაბურძგნულ, ნამიან თმაზე ვეფერებოდი გუკს, სანამ თვითონ ჩვენს ბავშვს ესაუბრებოდა, გულისრევას ვებრძოდი პარალელურად. ექიმმა წამალი მომცა, რომელიც უნდა მივიღო, რათა ამ საძაგელ სპაზმებს გავუმკლავდე, მაგრამ ხშირად ვერ ვერევი.-ისე გაგანებივრებ, იმდენ რამეს გიყიდი... ყველგან წაგიყვან, სადაც იტყვი.-გუკს თმაში პროტესტის ნიშნად მოვქაჩე, მაგრამ ქმედება არ შეუწყვიტავს. ნაზად მკოცნიდა მოშიშვლებულ მუცელზე.
-თეჰ, ექიმს ჩვენთვის ჯერ არაფერი აუკრძალვს.-წარბები გამომწვევად აათამაშა. თავი გამოვიშტერე, ვითომ ვერ მივხვდი რა იგულისხმა და წარბები შევკარი, კითხვის ნიშნად.-ძალიან მინდიხარ, დათუნია.-გუკი ინტენსიურად მომაწვა მკერდეზ, სახე გამისწორა და ისე მოულოდნელად მიმაგდო ბალიშზე შევცბი.
-ვგიჟდები შენი ნერწყვის გემოზე.-გამომიცხადა უაპელაციოდ და შესიებული ტუჩებით ისევ დამაცხრა ტუჩებზე. ხელი პერანგის ღილებს შორის შეაცურა.-პატარავ, კერვა გეხერხება?-თავი გაურკვევლად დავუქნიე, რა შუაში იყო ახლა ჩემი უნარები? ჩემს პერანგს ღილები ერთმანეთის მიყოლებით ასწყდა. ჯონგუკის ნაზი თითები ჩემს ტორსზე ქვემოდან ზემოთ დასრიალდა. მკერდის თავზე გულის გამაწვრილებლად მომიჭირა და რამდენჯერმე მწარედ დამარტყა. სასიამოვნო ტკივილისაგან ერთბაშად ამოვიოხრე.