6

505 66 52
                                    

მამიკომ წვნიანი დამახვედრა, დიდიხანია არაფერი წვნიანი არ გამისინჯავს. ადრე ძალიან მიყვარდა სუფები და კრემსუფები, რობსაც ხშირად ვუმზადებდი. ახლა მხოლოდ შემწვარ-მოხრაკულით ვსაზრდოობ. წვნიანებს ძვირფას ადამიანებს უმზადებენ, დრო ბევრი სჭირდება. რობის მერე რამდენჯერმე მოვამზადე და გადავღვარე. არ მომწონს საჭმელის გადაყრა, ვიცი რომ ზოგს ის საერთოდ არ აქვს.

შუადღით ეზოში გავედი, ნაცრისფერი, საოცრად ღრუბლიანი ამინდი იყო. მწვანე ბალახს ვუყურებდი, მზის შეგრძნება მენატრებოდა კანზე. ჩემი და მომიჯდა გვერდით, ძუძუზე ბავშვი მიეწვინა, პატარა ადამიანი ხარბად კბენდა და წოვდა სასიცოცხლოდ საჭირო საკვებს სხვა ადამიანს. დისწულს ცერით მივეფერე. ჩემმა დამ ხელი გამომიწოდა. თითები ძლიერად მოვუჭირე თითებზე. ჩემი ხელი მიიტანა ტუჩებთან და დაკოცნა. ვეცოდები, ისევე როგორც ყველას. ტირილი რომ არ ამტყდომოდა ტუჩები მაგრად მოვიკვნიტე, დავამთქნარე და გავიცინე. ცხვირის წვერი ამეწვა. მამაიკოს ეზოში საბურავებისგან ყვავილები გამოუჭრია და ფერადად შეუღებავს. თვალი მასზე მივაშტერე.

-ხვალ ქალაქში გავყვეთ მამას, ყველი უნდა გაყიდოს, რაღაც შენი თმა უსიცოცხლოა.-გამეღიმა ჩემი და ბედნიერი იყო ომეგა რომ ვიყავი, ყოველთვის რაღაცას მისვამდა კანზე ან თმაზე.

-წავიდეთ.-ღორმუცელამ ჭამას თავი დაანება. ნელა ავიყვანე. ბუთხუზა ლოყებზე ვუკბინე, უმტკივნეულოდ.

-შენს ქმარს ჰგავს.-ბავშვს ტუჩებზე მოვუჭირე, სახე მოჭყანა.

საღამოს ნარგავებში ვისეირნე. ადრე აქ შტაბი მქონდა, მე და ჩემი ნათესავები ვთამაშობდით. მათ ყოველთვის ალფა ჰყავდათ სახლში, ხეებს სახლებად ვირჩევდით. მე მეშინოდა ასე თამაში, არ მომწონდა, თავს დაუცველად და სუსტად მაგრძნობინებდა სახლში ალფას ყოლის იდეა. მამაჩემსაც კი ვერიდებოდა-ხოლმე. ჩვენმა მეზობელმა იცოდა მთვრალი აგეკიდებიდა და ლოყებს გილოშნიდა, არასოდეს გავდიოდი მათთან ოთახში თუ ის კაცი გვყავდა სტუმრად. ალაგ-ალაგ ისევ შერჩენილა ნახევრად მიწაში ჩამპალი შემოდგომის ფოთლები, ზოგიერთ ყლორტს კვირტიც გამოუნასკვავს უკვე. თავისუფლება ჰაერთან ერთად შევისუნთქე, როგორც ადრე ვაკეთებდი.

ყველაფერი - ერთფეროვანი და მოსაწყენიWhere stories live. Discover now