19

306 48 53
                                    

ზოგჯერ საკუთარი თავი კატეგორიულად მაღიზიანებს. ჯონგუკი ჩემი საწოლის გვერდით ზის. მისი ხმა ბუნდოვნად მესმის, რადგან თითქმის მძინავს. გუკს გრძელი თმა ცხენის კუდად აქვს შეკრული ყურების ირგვლივ თმა აუპატსავს, გაკუშტებული სახე ძალიან უხდება. ცალი თვალით ვაკვირდები, იქნებ ყლეზე დავიკიდო ყველაფერი გარშემო და თავს უფლება მივცე, მასთან ბედნიერებას ვეცადო.

ზოგჯერ ეს ფიქრი შემიბყრობს-ხოლმე. რა ვქნა არ მჯერა სიყვარულის, ზოგჯერ ზედმეტად სენსიტიური ვარ-ხოლმე, მაგრამ რომ გამივლის ჩემი გადაწყვეტილებები სასაცილოდ არ მყოფნის. რამდენადაც მომწონს რომ ჩემზე ზრუნავს იმდენად მაღიზიანებს. მიუხედავად იმისა რომ მზრუნველი ოჯახი მყავდა და მეგობრებიც, ცხროვრების რაღაც ეტაპზე, ზრუნვა მაინც სუსტად მაგრძნობინებს თავს.

-უკეთესად არ ხარ?-კიდევ ერთხელ მაიძულებს წამოვიწიო, რათა მინერალური წყალი ჩამასხას პირში.

-არა.-თავი მტკივა და მისი სუნამო ისე მაღიზიანებს, მინდა ზედ გადავარწყიო. ჯონგუკის აყროლებული სუნამოს მიღმა, რომელიც ფეხებზე მკიდია ტომ ფორდია თუ ვინმე ტეტია, მის სურნელს ვგრძნობ, ოდნავ მარილის არომატს. დაუკობელი სურვილი მიჩნდება რომ კისერზე ენა ავუსვა, როცა ვუყურებ როგორ აქვს ჩავარდნილი ადგილი ლავიწებთან.

-ექიმთან წავიდეთ.-არანაირი კითხვა ან შემოთავაზება, ალფას გადაწყვეტილებაა.

-არ შემიძლია სიარული.-თავს ვიცავ.

-არ მაინტერესებს, ხელში აყვანილი რომ წაგიყვანო ექიმთან წავალთ.

-გადამიარა,-ვიტყუები, არც ვცდილობ რომ დავაჯერო, უბრალოდ მინდა მიხვდეს რაზე ვარ წამსვლელი რომ ექიმის კაბინეტში არ აღმოვჩნდე.

-კიმ თეჰიონ, ახლავე ადექი და თავი მოიწესრიგე, არ გამაბრაზო. არ ვაპირებ კიდევ ერთხელ დაგტოვო სახლში ასეთ მდგომარეობაში, გუშინ ტრაკზე ფეხების რტყმით მოვრბოდი სკოლიდან.

ყველაფერი - ერთფეროვანი და მოსაწყენიWhere stories live. Discover now