ჯიმინი უკვე ნამყოფია ამ ბინაში, აქ გაატარა ღამე აარონთან, შემდეგ კი ნამჯუნი დაადგათ თავზე. ჯიმინი იმდენად დაღლილია, რომ იმ ღამეზე ფიქრის თავიც არ აქვს, სწორედ მაშინ იგრძნო პირველად ნამჯუნის შინაგანი მხეცი დაუფარავად. ომეგა პირდაპირ დივნისკენ იღებს გეზს, მისი თანხმლები ალფა კი კარშივე რჩება.
- თავს ნუ დაიღლი, არსად არ ვაპირებ გაქცევას, ლევიაფანს ხომ ვერსად დაემალები, - მიმართავს დაცვას ჯიმინი, მაგიდაზე მდგარ ვაზას აცურებს თავისკენ და იმედგაცრუებული ამჩნევს, რომ ცარიელია.
ჯიმინს არც კი ახსოვს ბოლოს როდის ჭამა, მგონი ციხეში, აუქციონამდე კი მხოლოდ მსუბუქი ვახშამი შესთავაზეს, მაგრამ ისეთ ნერვებზე იყო, ლუკმაც კი ვერ გადაყლაპა. გამყიდველი კუჭი უსირცხვილოდ ყმუის და ომეგაც ყველანაირ ეტიკეტს იკიდებს, პირდაპირ სამზარეულოსკენ მიდის. რადგან ნამჯუნი ამახოში არ ცხოვრობს, როგორც მოსალოდნელი იყო მაცივარიც ცარიელია. ჯიმინი საუზმისთვის განკუთვნილ ფანტელების ყუთს პოულობს ერთ-ერთ კარადაში და მისაღებში ბრუნდება. რადგან რძე არსადაა, იძულებულია უკმაყოფილოდ ღეჭოს მშრალი ფანტელები და წყალი დააყოლოს. ნახევარი საათის შემდეგ დაცვა ბინაში უცნობ ომეგას უძღვება, როგორც მერე ირკვევა ექიმს. ექიმი ჯიმინის ჭრილობას ათვალიერებს, საჭირო კრემს უტოვებს, ხელმეორედ უხვევს ხელს და ისევ მარტოს ტოვებს. ჯიმინი უკვე დაიღალა კარის მხრიდან ნებისმიერ ხმაურის გაგონებაზე რომ კრთება, მოლოდინი ნერვებს სიმებივით უწელავს, ამიტომაც როგორც კი დაცვის რაციიდან ესმის „ბოსი ამოდის" ერთდროულად შიშიც ეუფლება და შვებითაც ოხრავს, ლოდინი დასრულდა.
ათი წუთის შემდეგ მისაღებში კიმ ნამჯუნი შემოდის, დაცვას თავს უქნევს და დივანზე თურქულად ფეხმორთხმული ომეგისკენ მიდის. ალფა პიჯაკს იხდის, სავარძლის სახელურზე აგდებს და ჯდება.
YOU ARE READING
GANGSTAS
Fanfictionსწორედ ჩვენ ვართ ღამე განგსტას სამყარო ალტერნატიული რეალობაა, სადაც მსოფლიო წყობა შეცვლილია და ყველაფერს ნარკო კარტელები აკონტროლებენ. "აქაც და შემდეგშიც" სერიის ასე ვთქვათ დასასრულია განგსტა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წვრილმანი აკავშირებს...