არჩეული ოჯახი

918 125 102
                                    

               

ჯონგუკი პატარა კაფის წინ, ბორდიურზე ზის და დაღმართზე რუდ მიმდინარე ვარდისფერ წყალს უყურებს ჩაფიქრებული. ნამჯუნი კაფელის იატაკზე მორიგ ვედრო წყალს ასხამს, ჰოსოკი და კიდევ რამდენიმე ბიჭი კი ცოცხებით რეცხავენ წყალს ქუჩისკენ. ჯონგუკს ხუთწუთიანი შესვენება აქვს, შემდეგაც ისევ ბიჭებთან დაბრუნდება დასახმარებლად. კაფეს ერთი საათის წინ დაესხნენ თავს, როდესაც ბიჭებმა სროლის ხმა გაიგეს, მაშინვე აქეთ გამოვარდნენ, მაგრამ თავდამსხმელები უკვე ადგილიდან გაქრნენ. მოწმეების თქმით, კაფესთან ჯიპი გაჩერდა და პირდაპირ ფანჯრიდან გახსნეს ცეცხლი. როგორც კი მანქანა ადგილიდან მოწყდა და მოსახვევში მიიმალა, მეზობელი სახლებიდან მაშინვე გამოვარდა ხალხი ქუჩაში, ახლა კი სანახაობით გულდაჯერებულები და სისხლის კვალის თვალიერებით გამაძღარნი უკან ბრუნდებიან. მათ გარდა, ვინც თავდამსხმელების მიზანი იყვნენ, კაფის კიდევ ორი კლიენტი და ოფიციანტიც მოკლეს. ნათესავებმა უკვე გადაასვენეს ცხედრები, ბიჭები კი კაფის პატრონს ეხმარებიან თავდასხმის შედეგების მოწესრიგებაში. ჯონგუკი მოგვიანებით გაიგებს მამისგან, საერთოდ რა მოხდა და ვინ დაესხა მათ კაცს თავს, მანამდე კი, ფეხზე დგება და თავის ცოცხს კიდებს ხელს. კვარტალში ცხოვრება თავის ჩვეულ რიტმს უბრუნდება, ტირილის ხმა კარგა ხანია მიწყნარდა, ქუჩებში, სადაც სიკვდილი ცხოვრების ჩვეულებრივი მოვლენაა, ცრემლების ადგილი არ არის. ჯონგუკმა იცის, მათ, ვისაც ახლა ხედავს, შესაძლოა ერთი საათში ასფალტი შეღებონ წითლად და მეხსიერებაში მხოლოდ მოგონებების სახით დარჩნენ. კალდრონში ცხოვრება ახლობელ ადამიანებთან გატარებული ყოველი წამის დაფასებას გასწავლის, ჯონგუკს კი აიძულა სიკვდილს შესჩვეოდა, მარად მის გვერდით მავალს და მისსავე ჩრდილს ამოფარებულს. მოს, რომელიც კაფესთან გაჩერებულ კარტელის მანქანების თვალიერებით ერთობა, ნამჯუნი უცაცხანებს და ალფაც სამუშაოს უბრუნდება, როგორც ჩანს კარტელიდან ბოლო-ბოლო მოვიდნენ უკანასკნელი გვამის წასაღებად.

GANGSTASDonde viven las historias. Descúbrelo ahora