No te dejare ír

1.1K 99 115
                                    

უკვე მომდევნო დღის დაისია, იუნგი ისევ ისე წევს დივანზე, ბზარებით დაფარულ ჭერს მიშტერებული. სულ რამოდენიმეჯერ ადგა ფეხზე,  საპირფარეშოში გასასვლელად და ისევ უკან დივანზე დაბრუნდა. რამდენიც არ უნდა ეცადა ომეგას ცოტა მაინც დაეძინა, არაფერი გამოსდის, გადატანილი სტრესით აღგზნებული გონება, უფლებას არ აძლევს მტანჯველ რეალობას რამდენიმე საათით მაინც გაექცეს. იუნგის გეგონება მთელი ძალები წაართვეს. არასოდეს უგრძვნია საკუთარი მხეცი ასე მკაფიოდ აქამდე, თითქოს მხოლოდ ახლა გაიცნეს ერთმანეთი, და ამ ნაცნობობამ აბსოლუტურად დააცარიელა. იუნგი თავს ისე გრძნობს, თითქოს უძლიერესი ნერვული შეტევა ჰქონდა, წყლის დასალევადაც კი გაჭირვებით დგება ფეხზე, დამჯდარი ტელეფონი კი, რომელიც თეატრიდან გამოსვლისას დაუბრუნეს, ასევე აგდია დასატენი. ფიქრებში ისევ და ისევ თეატრში ბრუნდება, ისევ ისე უყურებს თვალებში ჯონგუკს და ორისთვის საერთო ტკივილს უზიარებს. თავის მონოლოგის შემდეგ შვება ვერ იგრძნო, პირიქით, იუნგის ეჩვენება, რომ ახლა ორმაგად გაიზარდა ტკივილიც, პირველად იგრძნო თავისი ალფის აგონია ასე მკაფიოდ. უკვე ბნელა, როდესაც კარზე კაკუნი ესმის, „ღიაა" იძახის და უბრალოდ გვერდს იცვლის.

 

- ვერაფრით დაგიკავშირდი, - ვარდება მისაღებში ჯიმინი, პროდუქტებით სავსე პაკეტებს მაგიდაზე ალაგებს და გვერდით უჯდება. - რა მოხდა? - ომეგა მეგობრის მდგომარეობით ხვდება, რომ კარგი არაფერი.

 

- ძალა არ მაქვს, რომ მოგიყვე, - გულწრფელად ამბობს იუნგი და პლედში ეხვევა.

 

- კარგი, - ფეხზე დგება ჯიმინი. - მაგიდას გავშლი, შეჭამ და ძალებიც დაგიბრუნდება.

 

- არ მშია.

 

- არ მიკითხავს შენთვის, გშია თუ არა, - მზა საკვების კონტეინერებს იღებს ჯიმინი და ჭიქების მოსატანად მიდის სამზარეულოში.

GANGSTASحيث تعيش القصص. اكتشف الآن