- ომარიონი ლა ტიერაში ჩავიდა, - ატყობინებს ლევიაფანის შტაბის სათათბიროში შევარდნილი ჰოსოკი. - ჯერ-ჯერობით მარტოა.
- ფასზე მოილაპარაკებენ, - შუბლს იზელს ნამჯუნი.
- ჩენთანაც მოვიწვიოთ, ჩვენი ფასი შევთავაზოთ, რომ არ ჩაერიოს, - ტელეფონს დებს გვერდით ჯონგუკი. - დავიღალე ლოდინით, დროა უკვე უკანასკნელი ბარიერიც გადავლახოთ სახელმწიფოს შექმნის გზაზე.
- მოვიწვიოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ მეეჭვება ჩვენი მოსაწვევი მიიღოს, მტაცებლები ყოველთვის ლა ტიერას იცავენ, - ენას აწკლაპუნებს საიკო.
- ეს იმიტომ, რომ აქამდე მხოლოდ ლა ტიერა იყო გადახდის უნარიანი, ახლა ჩვენც შეგვიძლია, - პასუხობს ჯონგუკი. - მტაცებლები მჭირდება, მეომრები არიან და მათი დახმარება დაგვჭირდება სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, მინდა ხანგრძლივი ხელშეკრულება შევთავაზო.
- მაშინ მე მივხედავ მაგას, - ბარძაყზე ირტყამს ხელს ჰოსოკი. - მოიცა, ჩვენ რა სამხედრო სახელმწიფოს ვქმნით? - ტრიალდება ჯონგუკისკენ.
- უფრო პოლიციურს, - ჩაფიქრებული ამბობს ჯონგუკი. - გგონია ასე მარტივია თავის სახელმწიფოდ გამოცხადება და ყველა დაგემორჩილება? კონტროლია საჭირო, მაგრამ ისეთი არა, როგორც კარტელში, პოლიციური სასტიკი რეჟიმი. ჩვენ თვითონაც არ გვესმის რა არის დისციპლინა, მტაცებლებს კი სისხლში აქვთ გამჯდარი.
- ტოტალიტარიზმის სუნი ასდის, - წარბებს კრავს ნამჯუნი.
- მოდი იარლიყებს ნუ მივარტყამთ, - ფეხზე დგება ჯონგუკი. - როგორც არის ნათქვამი, ადამიანი ადამიანისთვის მგელია, ამიტომაც არ გამოვრიცხავ შიდა დაპირისპირებას, სწორედ მასზე ვფიქრობ. ლევიაფანი ძლიერი და ძლევამოსილი სახელმწიფო იქნება, რომელიც თავის მოქალაქეებს დაიცვას და მათ ინტერესებს გაატარებს ყველა ხერხებით.
- ხო, მაგრამ რასაც შენ აღწერ მართვის მეთოდებზე, მიმზიდველს არ ხდის, პირიქით მოსახლეობას შეაშინებს და გაერთიანების საშუალებას არ მისცემს, - თვალს არ აცილებს ნამჯუნი ალფას.
YOU ARE READING
GANGSTAS
Fanfictionსწორედ ჩვენ ვართ ღამე განგსტას სამყარო ალტერნატიული რეალობაა, სადაც მსოფლიო წყობა შეცვლილია და ყველაფერს ნარკო კარტელები აკონტროლებენ. "აქაც და შემდეგშიც" სერიის ასე ვთქვათ დასასრულია განგსტა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წვრილმანი აკავშირებს...