ჰოსოკი ლიფტთან მდგარ დაცვას ესალმება, კარზე კოდი შეყავს და მისაღებში შედის. სენსორები მოსულ სტუმარზე რეაგირებენ და მთელ ოთახს რბილი სინათლით ავსებენ. სახლში აბსოლუტური სიჩუმე დგას, დივანის წინ მაგიდა ჩინური საჭმელების კონტეინერებით არის სავსე, ომეგა კი არსად ჩანს. ჰოსოკი რბილ ხალიჩაზე მიდის კორიდორისკენ და საძინებლის ღია კართან ჩერდება. რბილად აწვება კარს, და ისე რომ ვერ შეამჩნიონ, კარშივე ჩერდება. თეჰიონი საწოლის წინ ხალიჩაზე წევს გვერდულად, მისკენ ზურგით და ფისოებს ეტლიკინება. ომეგასგან განსხვავებით, უნო მაშინვე ამჩნევს დაუპატიჟებელ სტუმარს და თავისი მოფერების დოზისთვის მისკენ მიდის, დოსი კი ზურგზე წევს და ომეგის ხელის დაჭერას ცდილობს, რომელიც მუცელზე ფხანს.
- ვინ არისო ყველაზე ლამაზი ბიჭი მსოფლიოში? - ჭუჭყნის კნუტს თეჰიონი. - პაწუა თათებზე ვის აქვსო ბალიშები და ვის აქვსო მოსკუპული ცხვირუკა?
დოსი კრუტუნებს, სანამ ომეგა ზედიზედ რამდენჯერმე კოცნის შუბლზე, და ცდილობს თავი გადაირჩინოს, მაგრამ თეჰიონი ხელში იტაცებს გულში იკრავს და ხალიჩაზე გორავს. ჰოსოკი კარს ეყუდება, უარს ამბობს იდილიის დარღვევაზე და გულწრფელ სიამოვნებას იღებს ნანახი სურათით. თეჰიონი ისე ბედნიერად გამოიყურება კატებთან, სადღაც გაქრა შეკრულ წარბებს შორის გადებული სევდის აჩრდილიც, ალფას ძალიან უნდა რომ თავადაც შეუერთდეთ მათ და სანამ ომეგა კატებს ეთამაშება, თავად ომეგას წაეთამაშოს, ან პირიქით სადმე კუთხეში ჩამოჯდეს და შორიდან უყუროს როგორ ჩუქნის სიყვარულს თავის შინაური ცხოველებს. მარჯვნივ გადმოტრიალებული თეჰიონი კარში მდგარ ჰოსოკს ამჩნევს და მაშინვე ჯდება, კატას უშვებს ხელიდან.
- როგორც ვხედავ შეეჩვიენ ახალ სახლს უკვე, - შედის ოთახში ჰოსოკი და კუთხეში მდგარ სავარძელში ეშვება. - მათთვის მთავარია სითბო ჰქონდეთ და მუცელი სავსე.
YOU ARE READING
GANGSTAS
Fanfictionსწორედ ჩვენ ვართ ღამე განგსტას სამყარო ალტერნატიული რეალობაა, სადაც მსოფლიო წყობა შეცვლილია და ყველაფერს ნარკო კარტელები აკონტროლებენ. "აქაც და შემდეგშიც" სერიის ასე ვთქვათ დასასრულია განგსტა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წვრილმანი აკავშირებს...