Tu eres mi alma

725 59 61
                                    

   ჯონგუკთან შეხვედრის შემდეგ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს. და მიუხედავად დაუოკებელი სურვილისა, საყვარელი მეუღლის მკლავებში დილის გატარების ნაცვლად, ცენტრში მხეცების ოფისის მონახულება უწევს, სადაც უკვე პარტნიორები ელიან შეხვედრაზე. ალფა გაჭირვებით კონცენტრირდება სამსახურზე, იმიტომ რომ გონებით მის საწოლში ტკბილად მძინარე ომეგასთანაა. ჰოსოკი დილის უკანასკნელ სტუმარს აცილებს უკვე, როდესაც თეჰიონის ვიზიტის შესახებ ატყობინებენ. ალფა გაოცებულია, რომ ომეგამ რომელიც სულ რაღაც სამი საათის წინ დატოვა, მისი მონახულება გადაწყვიტა, სტუმარს კარამდე აცილებს და თეჰიონის შემოშვებას ითხოვს.

- დღე ნამდვილად კარგად ჩაივლის, - კარს ხურავს, ომეგას ზურგიდან ეხუტება და ნარცისების არომატით გაჟღენთილ თმაში ეფლობა ცხვირით.

- ეს რა არის? - ალფის მკლავებიდან ითავისუფლებს თავს თეჰიონი და ცხვირწინ უფრიალებს კარგად ნაცნობ საქაღალდეს.

- კონტრაქტი, - იღიმის ჰოსოკი. - ყველაფერი ზუსტად ისეა როგორც თავად გსურდა.

- არ მომწონს, - მაგიდაზე ანარცხებს საქაღალდეს და თავადაც მაგიდას ეყრდნობა. - ჩემთან ღამე გაატარე და კონტრაქტით გადაიხადე, მაგრამ ყველაფერი არ გაგითვალისწინებია.

- მოიცა არა, დამავიწყდა შენთვის მეთქვა...

- ეს კონტრაქტი არ მომწონს, - გაცოფებული უყურებს ომეგა. - ჩემი აზრით უფრო მეტი ვღირვარ!

- რას ბოდავ? - იბღვირება ომეგის წინ გაჩერებული ალფა. - ის რაც ჩვენს შორის იყო ღამეს, ყიდვა-გაყიდვის აქტი არ ყოფილა.

- მეც მასე ვფიქრობდი. გადააკეთე კონტრაქტი.

- და ღამეებიც მეტი იქნება? - თავისკენ იზიდავს თეჰიონს, თვალებში აკვირდება, დაუსრულებლად ცდილობს მათში ხუმრობის ანარეკლი მაინც ამოიკითხოს.

- მართალი იყავი, ის ფაქტი რომ კონტრაქტით ვართ დაქორწინებულები, ხელს არ გვიშლის დრო კარგად გავატაროთ, - საკუთარი ხმის კონტროლს ცდილობს ომეგა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 16 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

GANGSTASWhere stories live. Discover now