Lo siento te amo

1.1K 113 298
                                    

დასვენების დღეებში თეჰიონთან ძმა ჩამოდის სანახავად, და ომეგაც სთხოვს რომ ორშაბათამდე დარჩეს მასთან. თეჰიონი ჰოსოკს არ აფრთხილებს ვიზიტის შესახებ,მისი აზრით როცა ტესონი უკვე ამახოში იქნება, ალფას გამოსავალი აღარ ექნება და ვერც ომეგის გაგდებას იკადრებს. თეჰიონის გასაოცრად, ჰოსოკი თბილად ხვდება ტესონს და იმასაც კი სთავაზობთ, რომ პირადად დაათვალიერებინებთ ამახოს, მაგრამ ომეგებს რომელებსაც ერთად სურთ დროის გატარება, შემოთავაზებაზე უარს ამბობენ. ჰოსოკი სახლში არ ბრუნდება, მაგრამ ამავდროულად პენტჰაუზში ხშირად ადის მისი კაცი, რომელიც ინტერესდება რაიმე ხომ არ სჭირდებათ. დილით თეჰიონი მეგობრებთან ერთად საუზმობს და ძმასაც აცნობთ მათ. ომეგები თბილად ეგებებიან ტესონს, საუზმის მერე ცენტრში სეირნობენ, შემდეგ კი ყველანი საკუთარ საქმეებზე იშლებიან.

- მეშინოდა, ვდარდობდი შენზე, მაგრამ ახლა ვხდები რომ ტყუილად, - ეუბნება უმცროსს ტესონი, სანამა კატებს საჭმელს უყრის. - მიხარია, რომ მეგობრები გაიჩინე და შენი ქმარიც ადეკვატური ადამიანი აღმოჩნდა.

- არ ვწუწუნებ, - ძმის გვერდით ჯდება დივანზე თეჰიონი. - მოგატყუებდი რომ მეთქვა, თითქოს ჩემზე ზეწოლას ახდენს ან ძალადობს, უბრალოდ დიდხანს ერთ შენობაში არ შეგვიძლია ყოფნა, მაშინვე ჩხუბს ვიწყებთ. დანარჩენს რაც შეეხება, პირდაპირ იდეალური ქორწინება მაქვს და კალენდარს ვადევნებ თვალს თავისუფლების ლოდინში.

  ომეგების სიმყუდროვეს ბინაში შემოსული ჰოსოკი არღვევს, რომელიც კარიდანვე აცხადებს, რომ სავახშმოდ მიდიან.

- და შენი საქმეები, ლევიაფანი და რამე? - დაბნეული უყურებს ალფას თეჰიონი.

- უახლოესი რამდენიმე საათი მცალია, არ მინდა შენმა ძმამ იფიქროს, რომ შენი ქმარი უკმეხი და არასტუმართომყვარე ადამიანია, ასე რომ სამივე ერთად ვივახშმებთ, - ალფა იხრება და კატებს იტაცებს ხელში, რომელთაც ხანმოკლე დროში ძალიან მიეჯაჭვა.

GANGSTASWhere stories live. Discover now