ნაწილი პირველი. ოჯახი არჩევანის გარეშე

1.4K 142 122
                                    

„არჩევანი ყოველთვის არსებობს, თუ ვერ ხედავ, ესე იგი, ცუდად ეძებ", იმეორებს გულში ჯონგუკი მამიკოს სიტყვებს და ცარიელი პლასტმასის ბოთლის ფეხის კვრით უახლოვდება სახლს. მამის ძველი პიკაპი გაზონზე დგას, ესე იგი ალფა უკვე სახლშია. ჯონგუკი მანქანასთან ყოვნდება, რომელზედაც თითოეული ნაკაწრი იცის, ტყვიისგან დატოვებულ ნახვრეტებს ითვლის, რწმუნდება რომ ახალი არ შეემატა მათ რიგს, შვებით ოხრავს და სახლისკენ მიდის. ისედაც ალოდინა, დაგვიანების გამო სკანდალის მოსმენა კი არ სურს, მაგრამ ვერც კი ასწრებს ჯონგუკი სახლში შესვლას, რომ დო, ბიჭის მამა ტერასაზე გამოდის.

- როგორც იქნა, - იძახის მამაკაცი. - უკვე ბიჭების გამოგზავნას ვფიქრობდი შენს მოსაძებნად.

- დიდად არ ვილტვი შენს ახალ ოჯახთან გაცნობას, - ბურტყუნებს თერთმეტის წლის ბიჭი, მოაჯირს ეყრდნობა.

- ჩემი კი არა, ჩვენი, - კრავს წარბებს ალფა. - გეყოფა ასეთ ეგოისტად ყოფნა. საკმარისია მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი. სახლში შებრძანდები, ილანს მიესალმები და შენი გაუზრდელობით არ შემარცხვენ.

- ეს მე ვფიქრობ მხოლოდ საკუთარ თავზე? - ღრეცს ტუჩებს ბიჭი. - ეს შენ მიგიფურთხებია ჩემთვის, რადგანაც ნორმალურად თვლი სახლში სხვა ომეგის მოყვანას და ჩემგან მის მამიკოდ მიღებას ითხოვ!

- ჯონგუკ, - არბილებს ხმას ალფა - არასოდეს მომითხოვია შენგან მსგავსი რამე, მაგრამ შენ უბრალოდ ჩემს გაგებაზეც კი უარს ამბობ, იმ ფაქტს უარყოფ, რომ ცხოვრება გრძელდება, რომ შენი მამიკოს გარდა კიდევ ვიღაცის შეყვარება შევძელი.

- ეს სიყვარული არ არის! - კრავს მუშტებს ბავშვი. - სიყვარული მხოლოდ ერთადერთი არსებობს, და ის შენ მამიკოსთან გქონდა. თუმცა, გქონდა კი, იმას თუ გავითვალისწინებთ რომ მისი სიკვდილიდან სულ რაღაც სამი წლის შემდეგ ჩვენ სახლში სხვა ომეგა მოიყვანე.

- ჯერ კიდევ პატარა ხარ, - იცუცქება მის წინ დო, - არ იცი, რომ სიყვარული მხოლოდ ერთხელ არ მოდის. ბრაზობ ახლა ჩემზე, მაგრამ მე ხომ არ ვარ იმაში დამნაშავე, რომ მამიკომ ასე ადრე დაგვტოვა. საკუთარ სიცოცხლეს დავთმობდი, ოღონდ ეცოცხლა, მაგრამ ვინ მკითხა? ილანი კარგი ადამიანია, კეთილი გული აქვს...

GANGSTASDonde viven las historias. Descúbrelo ahora