MI FUERZA

978 115 145
                                    

ჯონგუკი, რომელიც აქამდეც მხოლოდ დასაძინებლად მიდიოდა სახლში, ახლა უკვე გვიან ღამემდე არ ბრუნდება. ჩაბარებული გამოცდის შემდეგ სულ ჰიუგოს ხალხთან ერთად იკარგება, რომელიც ბიჭებს წვრილ-წვრილ საქმეებს ავალებთ, დიდ საქმეებზე კი თვალის სადევნებად გზავნით, რომ გამოცდილება შეიძინონ. ჯონგუკმა იცის რომ ჰიუგო რაღაცას გეგმავს, მამის სიჩუმე და ცუდი განწყობაც ნათლად მეტყველებს ამაზე, მაგრამ  ჯერ-ჯერობით ვერაფრით ახერხებს გაარკვიოს რაშია საქმე. ჯონგუკი არც კი გამოჩნდებოდა სახლში, მაგრამ დღეში ერთხელ მაინც უნდა ნახოს იუნგი და დარწმუნდეს რომ ძმას ყველაფერი რიგზე აქვს. პირველი მკვლელობის შემდეგ ღამემ ძალიან დაახლოვა ძმები ერთმანეთს. ჯონგუკს თავადაც ვერ გაუგია როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, მაგრამ იუნგი არის ის ვინც ძალას აძლევს. ხშირად სახლში მისული, თავის საწოლზე პოულობს ჩაძინებულ ომეგას და თავადაც გვერდით იძინებს, მისი მშვიდი სუნთქვის ფონზე. თუ იუნგი მის საძინებელში არ არის, მაშინ ჯონგუკი აუცილებლად მიდის მასთან და მხოლოდ მას შემდეგ ბრუნდება თავის ოთახში, რაც რბილ კოცნას დაუტოვებს შუბლზე.

. ჯონგუკის მხეცი, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და წამითაც არ დუმდება, ალფას გამუდმებით აღგნზებულ მდგომარეობაში ამყოფებს და მხოლოდ ომეგის გვერდით მშვიდდება, კმაყოფილი კრუტუნებს და სითბოს ასხივებს. ჯონგუკი თავისთვის იუნგის mi fuerza (ჩემი სიძლიერე) ეძახის, იმიტომ რომ მხოლოდ მას შეუძლია იმ მონსტრის მოთოკვა, რომელიც შიგნიდან გლეჯს ალფას. ჯონგუკის მხეცი განსაკუთრებით აქტიურად თავს ღამის საათებში იჩენს, თითქოს საღამოსკენ იღვიძებს, ყველაზე უსიამოვნო მოგონებებს აცოცხლებს, თვალებს სისხლით უვსებს და მოქმედებას ითხოვს. ჯერ-ჯერობით ჯონგუკს უჭირს მასთან შეთანხმება, იმიტომ რომ პატრონისგან განსხვავებით მხეცი ზედმეტად თავდაჯერებულია, არ ისმენს და არ იაზრებს არგუმენტებს, რატომ არის ესა თუ ის ქმედება შეუძლებელი და ფაქტიურად ზურგში უბიძგებს, აიძულებს ყველაფერი დაუყოვნებლივ მოაგვაროს. ეს ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანია თუ რატომ არ შეუძლია ჯონგუკს იუნგის გარეშე. მისი მონსტრი პატარა ომეგას უსმენს და ჯერ-ჯერბით თავისი პატრონის ნაცვლად მას ემორჩილება.

GANGSTASWhere stories live. Discover now