El silencio - სიჩუმე
მიუხედავად იმისა რომ „მხეცების" უმეტესი ნაწილი კარტელიშია, ჯონგუკი მაინც უკრძალავს ბიჭებს თავი ჰიუგოს ხალხად მოიხსენიონ და იჟინებს, რომ ისინი „მხეცები" არიან. კარტელში მსგავსი გაყოფის ამბავმა, ჰიუგოს ყურამდეც მიაღწია, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია ალაფაში და რამდენჯერმე გააფრთხილა ბიჭებიც.
- თქვენ კარტელის ხალხი ხარ, არ არსებობს სხვა არანაირი "მხეცები", ვარ მე და არის ამახოს კარტელი, - გამუდმებით იმეორებს ჰიუგო.
ნამჯუნი, ჰოსოკი და ჯონგუკი ყოველთვის დიდი მოთმინებით უსმენენ ალფას, მაგრამ მოსმენილს არ ითვალისწინებენ. საკმარისია ჰიუგოს ვილის ზღურბლს გასცდნენ, რომ ისევ ამახოს ყველაზე დიდი ახალგაზრდული ბანდის ლიდერები ხდებიან. თავის ხალხს ალფები სხვადასხვანაირად უდგანან მხარში და ეხმარებიან კარგი ადგილი დაიკავონ. „,მხეცები" აღმერთებენ თავიანთ ლიდერებს, თავს დაცულად გრძნობენ და მზად არიან ჰიუგოს სიტყვა დააყენონ ეჭვქვეშ, მაგრამ არა ალფების.
გუშინ საღამოს ბიჭები მორიგი საქმიდან დაბრუნდნენ და პაბში აღნიშნეს გამარჯვება, სადაც კარტელის ბოსიც გამოცხადდა. ჰიუგო მათში მომავალ ლიდერებს ხედავს, მათ ცუდად შენიღბულ ამბიციებს გრძნობს და სწორედ ამიტომ აკონტროლებს მათ პირადად.
- კვირის ბოლოს საზღვარზე ფულის მოსატანად ჩემი ბიჭები წავლენ, - ამბობს, ჭიქების ანაბეჭდებით დასვრილ გახუნებულ მაგიდასთან მჯდარი ჰიუგო, სანამ ვისკით უვსებენ ბოკალს. - თქვენ სამი ჩემთან დარჩებით, შემოვლას გავაკეთებთ.
- ხო მაგრამ საზღვარზე როგორც წესი სასაკლაოა, და თან უკანასკნელი რამდენიმე თვეა ჩვენ დავდივართ იქ, - იძაბება ჯონგუკი. - დარწმუნებული ვარ, შემოვლას ჩვენს გარეშედაც შეძლებთ.
- ყოველ სტრუქტურაში მთავარი მისი თავია, ჩემო ბიჭო, - სვამს ვისკის ჰიუგო. - აქ კი მე ვარ თავი და არ გაწყენდა ამის დამახსოვრება. სიკეთეს არ ვივიწყებ და კარგად მახსოვს, როგორ გადაარჩინე ჩემი შვილი, მაგრამ ხანდახან ზედმეტი მოგდის. საზღვარზე თქვენი ხალხი წავა, თქვენ კიდევ შუადღის შემდეგ ჩემს ვილაში გამოცხადდებით.
![](https://img.wattpad.com/cover/245343983-288-k794678.jpg)
YOU ARE READING
GANGSTAS
Fanfictionსწორედ ჩვენ ვართ ღამე განგსტას სამყარო ალტერნატიული რეალობაა, სადაც მსოფლიო წყობა შეცვლილია და ყველაფერს ნარკო კარტელები აკონტროლებენ. "აქაც და შემდეგშიც" სერიის ასე ვთქვათ დასასრულია განგსტა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წვრილმანი აკავშირებს...