- ობრადოში სიტუაციას მო აკონტროლებს, თითქმის ყველა ყოფილი ლიდერი, ჩვენს მხარეს გადმოვიდა, ნუ პრინციპში სხვა გამოსავალი არ ჰქონიათ, - ამბობს თავის კაბინეტში, სავარძელში ნახევარად გადაწოლილი ნამჯუნი.
ალფა ისე დაიღალა რომ უკვე არც ყავა და არც საქმით დაკავების მცდელობა აღარ შველის. აი ახლაც, ძმებთან საუბრისას, რომლებთანაც პირველი შეკრებაა ობრადოს ოკუპაციის შემდეგ, გრძნობს რომ ლამის ჩამოეძინოს. გახდილი ბრონიჟილეტები პირდაპირ იატაკზე ყრია, სამივეს სახეზე გადაღლილობის, უძილობის და ნერვიული დღეების კვალი ატყვია. ნამჯუნი თითქმის ოცდაოთხი საათის განმავლობაში ადევნებდა თვალყურს ლევიაფანის საზღვრებს, განსაკუთრებით ლა ტიერას მხრიდან.
- ლა ტიერამ საზღვრები ჩაკეტა, მათ შორის ობრადოსთანაც, ომი იმაზე ადრე დაიწყება, ვიდრე გვეგონა. საერთოდ მისმენ, თუ კედელს ველაპარაკები? - ერთ წერტილს მიშტერებულ ჯონგუკზე ბრაზობს კიმი.
- ვიღაცას ზედმეტი მოუვიდა გუშინ, და ახლა თავს იჭამს ამის გამო, - იარაღის შლის ჰოსოკი.
- მოაღწია ამბავმა ჩემამდეც, - თავს აქნევს ნამჯუნი. - და რადგანაც თემას შევეხეთ, კითხვა მაქვს, - ჯონგუკს უყურებს. - დაკმაყოფილდი? მოგეშვა მას შემდეგ რაც სახალხოდ დაამცირე და ტალახში ამოსვარე? კი, უნდა მოგვეშორებინა აბელი და მისი დაახლოებული პირები, მაგრამ ნუთუ აუცილებელი იყო ამის მის თვალწინ გაკეთება? აუცილებელი იყო მხეცით დაგეთრგუნა?
- არ ვაპირებ ნოტაციების მოსმენას, - დგება ფეხზე მოქუფრული ჯონგუკი და ფანჯრისკენ მიდის. ალფა წვიმისგან გამუქებულ ასფალტს უყურებს, მაგრამ ვერ ხედავს. ჯონგუკს თვალწინ ისევ ის ტკივილით სავსე იუნგის მზერაა, სანამ ომეგა ავტომობილში ჩაჯდებოდა. ჯონგუკი ისევ ისე ხედავს ომეგას ცრემლებით სავსე თვალებს, რომელიც მისი დანახვისას, მზად იყო მისკენ გამოვარდნილიყო ჩასახუტებლად. არავინ იცის რად დაუჯდა ჯონგუკს ადგილზე დარჩენა და მასთან არ მიახლოება, ვერავინ ვერასოდეს გაიგებს. ალფა უკვე მერამდენე საათია ქორწილის კადრებს ატრიალებს გონებაში, და ხვდება რომ არაფერი ახსოვს გარდა იუნგის და მისი თვალებისა. სტუმრები მისთვის უსახური ადამიანები იყვნენ, ჯონგუკი კი მხოლოდ ერთ ომეგას ხედავდა. ხელებში მისი სხეული, ნესტოებში მისი სურნელი, მისი ხმა ისევ ყურში ჩაესმის, და ალფას არც კი სურს გათავისუფლება. როგორც იქნა წამოიყვანა ის ვისზე ფიქრიც წამითაც კი არ შეუწყვეტავს, მაგრამ შურიძიებამ არაფერი მოიტანა, გარდა ენის წვერზე დაგროვებული სიმწარისა. იუნგი ახლა სხვანაირია, მაგრამ ჯონგუკი ისევ ისეთია, ისევ ისე ძალიან უყვარს ომეგა, როგორც ოცი წლის ასაკში უყვარდა, ეს კი იმას ნიშნავს რომ შეიძლება იუნგისთან ბრძოლა მოიგოს, მაგრამ საკუთარ თავთან ომი უკვე წააგო.
YOU ARE READING
GANGSTAS
Fanfictionსწორედ ჩვენ ვართ ღამე განგსტას სამყარო ალტერნატიული რეალობაა, სადაც მსოფლიო წყობა შეცვლილია და ყველაფერს ნარკო კარტელები აკონტროლებენ. "აქაც და შემდეგშიც" სერიის ასე ვთქვათ დასასრულია განგსტა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წვრილმანი აკავშირებს...