ამახოში მომხდარი გადატრიალების შემდეგ, „მხეცებს" ერთი თვე დასჭირდათ შედარებითი სტაბილურობის დასამყარებლად და მოვალეობების გადასანაწილებლად. ალფებს კარგად ესმით, რომ ტერიტორია დაუცველი და სუსტია, შესაძლოა დაინტერესებულმა გარე ძალებმა გამოთქვან ინტერესი ამახოს მიმართ, ამიტომაც საგანგებო მდგომარეობას აცხადებენ, მათი ხალხი ოცდაოთხი საათის განმავლობაში პატრულირებს ქუჩაში. ამასთან ერთად ჯონგუკი ბრძანება გასცა, რომ არავის ელოლიავონ, და სანამ აბსოლუტური კონტროლი არ დამყარდება, სასტიკი მეთოდები გამოიყენონ. ამახოს ოფიციალურად სამი ლიდერი ჰყავს, ხალხი მათ სამთავიან დემონად მოიხსენიებთ, არაოფიციალურად კი ამახოს ელ დიაბლო მართავს. გადატრიალებიდან სამ კვირაში „მხეცების" ლიდერებს კონფედერაციაში იბარებენ. ალფები ელოდნენ გამოძახებას, მშვენივრად აცნობიერებდნენ რომ მიუხედავად კონფედერაციის გულგრილობისა ჰიუგოს სიკვდილზე, მათ უყურადღებოდ არ დატოვებდნენ. ოთხი საათი გაატარეს გზაში, რომ სულ რაღაც ორმოც წუთიან შეხვედრას დასწრებოდნენ კონფედერაციის ლიდერთან, ორმოცდარვა წლის ალფა ლეო ტიაგოსთან. მასიური, ჩამდგარი ალფა, წარმოშობით ლა ტიერადანაა და ოთხი წლის წინ აირჩიეს კონფედერაციის ლიდერად. ლეოს მართველობის ვადა მალე იწურება, და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თავის ადგილს შეინარჩუნებს კიდევ ერთ ვადაზე.
ლეომ მაშინ ყურადღებით მოუსმინა ბიჭებს, ამახოს ამბებით დაინტერესდა. ალფებმა დაარწმუნეს რომ კვლავ განაგრძობენ თავიანთი რეგიონის და კალდრონის კეთილდღეობისთვის მუშაობას. ლეო დაპირდათ რომ დანარჩენი ტერიტორიის ლიდერებსაც გააცნობდა ალფებს, თუ მოახერხებდნენ ამახოს ტერიტორიაზე წესრიგის დამყარებას და ძალაუფლების შენარჩუნებას,რითაც ნათლად მიანიშნა, რომ კონფლიქტის შემთხვევაში, მისი იმედი არ ჰქონოდათ. უფრო მეტიც, ლეომ შესთავაზათ კონფედერაციაში ამახოს ახალი წარმომადგენლის გაგზავნა, ჰიუგოს კაცის ნაცვლად, და არც ყოველთვიური გადასახადის ხსენება დავიწყებია.
ESTÁS LEYENDO
GANGSTAS
Fanficსწორედ ჩვენ ვართ ღამე განგსტას სამყარო ალტერნატიული რეალობაა, სადაც მსოფლიო წყობა შეცვლილია და ყველაფერს ნარკო კარტელები აკონტროლებენ. "აქაც და შემდეგშიც" სერიის ასე ვთქვათ დასასრულია განგსტა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წვრილმანი აკავშირებს...