Amante o enemigo

1.8K 105 138
                                    

- და კოვზით გაჭმევდა, - ასრულებს თხრობას თეჰიონი და დამცინავად უყურებს ჭარხალივით წითელ მეგობარს. იუნგი მოკუნტული ზის დივანზე, მუხლებს ეხუტება და შოკირებული უყურებს ხალიჩაზე ნახატებს. თეჰიონის ყოველ წინადადებაზე, სირცხვილისაგან ომეგას სურვილი აქვს ეზოში გავიდეს, ნიჩაბი აიღოს, ყველაზე ღრმა ორმო გათხაროს და შიგნით ჩაწვეს, ოღონდაც აღარასოდეს ნახოს ჯონგუკი.

- ეს ყველაზე უცოდველი იყო მათ შორის, რაც კი მოყევი, - იფხანს ცხვირს იუნგი. - ფიზიკურად მახსოვს: შეხება, კოცნა. კანს ახსოვს, მაგრამ საერთოდ არაფერი პირველი ღამიდან, ან რაზე ვსაუბრობდით, ან რას ვაკეთებდით.

- ძალიან მეეჭვება რომ საერთოდ რამეზე ილაპარაკეთ, - იცინის თეჰიონი. - შესანიშნავი ალფა გყავს, შეეძლო მდგომარეობით ესარგებლა, ყველაფერი შენი დენისთვის დაებრალებინა, მაგრამ თავი შეიკავა.

- პირველი დენა რომ დამეწყო, მაშინაც დამტოვა, - ამაყად აცხადებს იუნგი. - თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ, ამბობს, რომ სექსისკენ მოვუწოდებდი.

- ოო, კი არ მოუწოდებდი, ლამის გააუპატიურე. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ისტროიის ჰოსოკისეული ინტერპრეტაცია, - ხარხარებს ომეგა და შედეგად სახეში ნასროლ ჟურნალს იღებს. - კარგი, ნუ ცოფდები, რაც იყო იყო. ახლა სამსახურზე უნდა იფიქრო. ხვალ პირველი დღე გაქვს, ამიტომ ადექი, საყიდლებზე მივდივართ. ვიშოპინგოთ და სახლში დავაწვები მერე. კურიერს ველოდები, როგორც იქნა სახატავ ინსტრუმენტებს მომიტანენ და ხატვას დავიწყებ.

- კარგი, წავედით. ყველაზე მნიშვნელოვანი ვიყიდოთ და შემდეგ ჯიმინს შევხვდეთ. სულ ჩაიკეტა, ზარებს არ პასუხობს და თუ პასუხობს ისე, თითქოს საერთოდ არ უნდა ლაპარაკი, - ხტება ფეხზე იუნგი.

მაღაზიებში სეირნობის შემდეგ, ომეგები პაკეტებს მანქანაში აწყობენ და კაფეში მიდიან, სადაც ჯიმინიც უნდა შეუერთდეთ. პაკმა თავიდან უარი განაცხადა შეხვედრაზე, თქვა, რომ გადაუდებელი საქმე აქვს, მაგრამ იუნგი დაემუქრა, რომ საკუთარი ფეხით მიაკითხავდა სანახავად, თუ რა საქმე აქვს ასეთი მნიშვნელოვანი. მეგობრები მაგიდასთან სხდებიან, შეკვეთას აძლევენ და უკანასკნელ ამბებს განიხილავენ.

GANGSTASWhere stories live. Discover now