La Boda Sangrienta

1K 108 103
                                    

   

- ტკივილს გაყუჩება ახასიათებს, - შამპანურის ბოკალს აწვდის ჯონგუკს ნამჯუნი. - და ახლანდელი შენი ბრაზი ახლოსაც კი არ დგას იმასთან, რასაც რვა წლის წინ გრძნობდი.

- ცოტა ნაადრევად ხომ არ დაგვიწყია აღნიშვნა, შტურმამდე კიდევ ექვსი საათი არაა? - ეჩრება საუბარში მო, რომელიც ნერვიულად სცემს ბოლთას კაბინეტში.

- როგორც მახსოვს მე ჰოსოკთან გაგაგზავნე ჩვენი ხალხის შესამოწმებლად, ასე რომ აორთქლდი მიდი, - უყურებს ალფას ნამჯუნი, და მოც გინების ბურტყუნით მიდის გასასვლელისკენ. - ხოდა რაო რას ვამბობდი, რაზე გავჩერდი? - ტრიალდება ჯონგუკისკენ კიმი.

- ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ დაგეთანხმებოდი კიდეც, - დაბალ მაგიდაზე აწყობს ფეხებს ჯონგუკი. - ტკივილი როგორიც იყო ისეთივე დარჩა, მაგრამ აი ბრაზმა კი გადამიარა ცოტა. მეგონა ობრადოს შემოვიერთებდით, აბელს მოვიშორებდით, ლა ტიერასთან ომისთვის დავიწყებდით მზადებას, იუნგი კი თავის ბაბუას დაიტირებდა და ახალ ცხოვრებასთან შეგუება მოუწევდა. მართლა ვფიქრობდი, რომ წამოვიყვანდი, მის გრძნობებს ვიყიდიდი და არ მივაყენებდი იგივე ტკივილს, რომელიც გულში დამიტოვა ამახოდან გაქცევით, მაგრამ დავინახე და, - ალფა ფეხზე დგება და ფანჯრისკენ მიდის. - როგორც აღმოჩნდა მარტივია საკუთარი გრძნობების უარყოფა, სანამ შორს ხარ, და საყვარელ ადამიანს ვერ ხედავ. წამიერად მოვკარი თვალი და თითქოს რვა წლიანი ბრძოლა არც ყოფილა. ისევ ისე ვარ შეპყრობილი მისით, ისევ ისე მინდა მისკენ გავიქცე.  ამის დედაც, კინაღამ მთელი ჩემი სიამაყე ფეხზე დავიკიდე და მისკენ გავიქეცი, რომ უბრალოდ მისი არომატი მეგრძნო, ერთხელ მაინც ჩავხუტებოდი. იმ ერთ მომენტში გეგონება მთელი ქვეყნიერების ცოდვები ერთიანად ვაპატიე. ახლა საკუთარ თავს ვუსმენ და გული მერევა, მაგრამ ნამჯუნ, არაფერს გაუვლია, არაფერი დარჩენილა წარსულში, უბრალოდ აქამდე არ საზრდოობდა, თითქოს ფსკერზე ჩაიძირა, ახლა კი მხოლოდ ერთი შეხვედრა და თითქოს ჯერ კიდევ გუშინ ვიდექით ამახოში სახლის ეზოში და ერთმანეთს ვეხუტებოდით, - თვალებს ხუჭავს, რვა წლის წინანდელ მოგონებებს აცოცხლებს გონებაში. - შემდეგ კი მისი საქმრო დავინახე. ერიკ ლაუდი, რომელისკენაც ღიმილით გარბოდა იუნგი და დაბინდული გონება გამინათდა. გამახსენდა, რის გამო მიმატოვა, ის აგონია რომელსაც მამის საფლავზე მარტო ვუმკლავდებოდი, როგორ ვისერავდი თავს და ყოველ ჭრილობას მის სახელს ვარქმევდი, და ჩემი მისდამი ბრაზიც გაორმაგდა. გამყიდველი ძუკნა, რომელმაც ფული, დიდება და კომფორტი აირჩია, რომელმაც თავის ოჯახი მიატოვა, თუმცა თავის ოჯახად არც არასოდეს მთვლიდა. ტკივილი, რომელსაც მისთვის ყველაფერის წართმევით მივაყენებ, ჩემსას ვერ გააყუჩებს, მაგრამ მისი აგონიის ცქერით მაინც დავტკბები, მინდა რომ სულ ცოტა ხანს მაინც იყოს ჩემს ადგილზე და მიხვდეს, რომ იმ ღამეს თავის საქციელით სული ამომაცალა. მსგავსის პატიება არ შეიძლება და არც მე ვაპატიებ. აბელს გავანადგურებთ, იუნგი კი სათითაოდ დამიფარავს ანგარიშს, - პაუზას აკეთებს ჯონგუკი. - მზად ვარ ჩვენი მიზნებისთვის მოვკვდე, დავიფიცეთ ყველა ტერიტორიას გავაერთიანებდით და კალდრონის სახელმწიფოს შევქმნიდით, გავაკეთებთ კიდეც ამას. ვიბრძოლებ ამ მიზნისთვის, მაგრამ შურისძიებასაც ვითხოვ და სანამ კუთვნილს არ მივიღებ, საფლავში ჩაწოლას არ ვაპირებ.

GANGSTASNơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ