- ფუჰ, ამის დედაც, ძლივს მოვასწარი, - მუხლებს ეყრდნობა აქოშინებული ჰოსოკი, რომელიც მეგობრების შესახვედრად მთელი ხუთი კვარტალი მორბოდა. - რა მოხდ... - დუმდემბა, როდესაც ვიღაცის ქუჩისგან გამყოფ ძველ და გადახრილ აგურის კედელს უყურებს.
ჭუჭყით და ობით დაფარული კედელი ტყვიებისგან არის დაცხრილული, მაგრამ ეს ის არ არის რაც ჰოსოკს გაჩუმებას აიძულებს, რადგან ღმერთმა უწყის უკვე რამდენი წელიწადია ეს ნახვრეტები აქ არის და რამდენმა ადამიანმა დათმო სიცოცხლე სწორედ აქ. გამუქებული სისხლის შხეფებს ხედავს, ძველ აგურზე და გონებაში თავად ხედავს გაგრძელებას.
- ამბობენ, ჰიუგოს ვალი ჰქონდა ოცი ათასი, - თავით ანიშნებს გზისპირას, სახეზე გაზეთ გადაფარებულ გვამზე, ნამჯუნი.
- უკვე რამდენი ხანია აქ ვართ, მაგრამ არავის მიჰყავს, - ჯდება ბორდიურზე ჯონგუკი.
- ისევ ჩვენ უნდა დავმარხოთ? ჩვენ რა მესაფლავეები ვართ? - აპროტესტებს ჰოსოკი, გვამს უახლოვდება და გაზეთს სწევს. - ამის დედაც, სიფათი აღარ აქვს, - იჯღანება ალფა. - მო, ძმაო, შენი ასლია.
- იდი ნახუი, - ყვირის მო, სახელოებს იკეცავს და ჰოსოკს ვარდება. ნამჯუნი უმცროსს იჭერს, წელზე ხვევს ხელებს და სიცილით უბიძგებს კედლისკენ.
- დამშვიდდით, - მიმართავს ბიჭებს. - შენ კიდე დააფარე სახეზე ეგ გაზეთი! - უყვირის უკვე ჰოსოკს.
- უკვე დავრეკეთ ორგანიზაციაში და წაიყვანენ, - უახლოვდებათ ბიჭებს ამ ქუჩაზე მცხოვრები ორი მამაკაცი.
- თუ არ წაიყვანენ, მე დამირეკეთ, - ნამჯუნი ერთ-ერთი მათგანის ტელეფონს იღებს და თავის ნომერს წერს. - აი გარდაცვლილის პირადობა, მისი სახელი და გვარი რომ დაწერონ, - აწვდის პირადობის ბარათს ალფა. - ოღონდ სანაგვეში ნუ ჩააგდებთ, გთხოვთ. დარწმუნებული ვარ ყველას ჰყავს ვიღაც, ვინც საფლავს დაუწყებს ძებნას, რომ დაიტიროს.

YOU ARE READING
GANGSTAS
Fanfictionსწორედ ჩვენ ვართ ღამე განგსტას სამყარო ალტერნატიული რეალობაა, სადაც მსოფლიო წყობა შეცვლილია და ყველაფერს ნარკო კარტელები აკონტროლებენ. "აქაც და შემდეგშიც" სერიის ასე ვთქვათ დასასრულია განგსტა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წვრილმანი აკავშირებს...