- არ მესმის, ჩვენ რატომ არ მოვდივართ თქვენთან ერთად, - სახლის კიბეებზე ჩამომჯდარი ჯონგუკი, დანით თლის რაღაც შუბის მაგვარს. ალფას ხეზე კვეთა ამშვიდებს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც რაღაც აწუხებს. მაშინ საათობით შეუძლია ჭრას ხე, თუ რა თქმა უნდა ამის დრო აქვს. დო იარაღს ამოწმებს, ბიჭებს მითითებებს აძლევთ და ჰიუგოს დავალების შესასრულებლად წასასვლელად ემზადება. - დაგეჟინებინა, სულერთია ჰიუგო რას ამბობს. დაგაზღვევდით მაინც, - აგრძელებს ჯონგუკი.
- მოლაპარაკება შედგა, ყველაფერს ვაკონტროლებთ, უბრალოდ ტავარს წამოვიღებთ, ფულს გადავიხდით და წამოვალთ, ასე რომ თქვენ სჯობს ამახოს მიხედოთ, - ამბობს დო და ბრონიჟილეტს იცვამს.
- ფრთხილად იყავი მამა, - ისვრის ხის ნაჭერს ჯონგუკი, ფეხზე დგება და ალფას ჟილეტის შეკვრაში ეხმარება.
- ვახშამზე უკვე სახლში ვიქნები, - თვალს უკრავს დო და საჭესთან ჯდება.
არ იქნება. ეს აზრი უელავს ჯონგუკს სადღაც ქვეცნობიერის ფსკერზე, მაგრამ მაშინვე ქრება. ალფას ზედმეტად სჯერა მამის მფარველი ანგელოზის, რომ გაელვებულ აზრს მიაქციოს ყურადღება. ჯონგუკი მიეჩვია უკვე რომ კალდრონში ცხოვრება, გაუმართავი მუხრუჭებით 220კმ/სთ სიჩქარით მიმავალ მანქანით მგზავრობას ჰგავს, როდესაც მთელი იმედი მფარველ ანგელოზზე და სანტა მუერტეს წყალობაზეა. ჯონგუკი სთხოვს რომ მამამისს აუაროს გვერდი სანტა მუერტემ, დანას ინახავს და თავისი ავტომობილისკენ მიდის, წყვეტს სკოლაში მიაკითხოს იუნგის და გაკვეთილებიდან გამოიყვანოს.
უკანასკნელი ჩხუბის შემდეგ ომეგასთან ურთიერთობა ვერა და ვერ დალაგდა. როგორც არ უნდა ეცადა ჯონგუკს, იუნგი მაინც სარკასტულად პასუხობს ყველაფერს, ალფას ნერვები ეშლება, ჯამში კი ერთად გატარებული დრო ისევ კამათით სრულდება. ომეგა თითქოს ალფის ჯინაზე აღარ ატარებს მის ნაჩუქარ ნივთებს, ყოველ კვირას ახალ ამანათს იღებს ობრადოდან და ბაბუის ნაჩუქარ ტანსაცმელს არ იხდის. ჯონგუკი საკუთარ თავს უხსნის, რომ იუნგი ჯერ თინეიჯერია, ჯიუტი ხასიათით და თავს ირწმუნებს, რომ დღეს მაინც არ მიაქცევს ომეგის გამოხტომებს ყურადღება და არ გაბრაზდება, ერთად გატარებული მორიგი დღე რომ არ გააფუჭოს. როგორც კი იუნგი მანქანაში ჯდება, ჯონგუკი მაშინვე იზიდავს თავისკენ და ღრმად კოცნის. იუნგიც პასუხობს, თავად ეხვევა კისერზე, უფლებას არ აძლევს მოშორდეს. ომეგას თავადაც ვერ გაუგია ნორმალურად, რატომ ჩხუბობენ გამუდმებით უკანასკნელი პერიოდი, და ყველაფერს ალფას აბრალებს, რომელიც ახლა თითქმის აღარც მოდის სახლში, გარეთ სეირნობას უკრძალავს და გამუდმებით შენიშვნებს იძლევა ბაბუის საჩუქრებზე.
YOU ARE READING
GANGSTAS
Fanfictionსწორედ ჩვენ ვართ ღამე განგსტას სამყარო ალტერნატიული რეალობაა, სადაც მსოფლიო წყობა შეცვლილია და ყველაფერს ნარკო კარტელები აკონტროლებენ. "აქაც და შემდეგშიც" სერიის ასე ვთქვათ დასასრულია განგსტა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წვრილმანი აკავშირებს...