ორი წილი შემდეგ
- მამაო, შევცოდე, - ალფა კომფორტულად ეწყობა დაბალ ტაბურეტზე და სისხლისფერი წითელი პერანგის მანჟეტებზე, ლამაზი საკინძეებით აგრძელებს თამაშს.
- განაგრძე, შვილო ჩემო, - ესმის ფარდის იქიდან მოგუდული ხმა.
- ვქურდობდი, ვკლავდი, ვამახინჯებდი და არაფერს ვგრძნობდი, - პაუზას აკეთებს, თვალებს ხუჭავს, უკანასკნელ ომს იხსენებს. - მეეჭვება, რომ ჩემი სულის გადარჩენა შეიძლება.
- უფალი მოწყალეა და მის წყალობას არ აქვს საზღვარი. მოინანიე და შეგინდობს, - ამბობს მღვდელი.
- საქმეც იმაშია, რომ არ ვნანობ, - ქამრიდან თავის საყვარელ Glock 34 იღებს ალფა და მეტალს ეფერება. - კიდევ გავაგრძელებ კვლას, და ვიცი, რომ ღვთის სახლიც კი უარმყოფს.
- ადრე თუ გვიან დაუბრუნდები უფალს.
- საეჭვოა, - ეცინება ალფას და მაყუჩს ამაგრებს პისტოლეტზე. - ძალიან მინდა, რომ ჩემი გულწრფელი სურვილები გადასცე, მაგრამ აი შენ, კასიო, საქმე იმაშია, რომ ბილეთი პირდაპირ ჯოჯოხეთისკენ გაქვს აღებული, რადგანაც არ ღირდა ჩემს ტერიტორიაზე, დედააფეთქებული ეკლესიის, ჩემივე ტავარის, ჩემივე კლიენტებზე გასაღების ცენტრად ქცევა, - სკამის ფეხების ჭრიალი ესმის და ფარდას აცლის მთელ მჭიდს. სააღმსარებლოს მეორე მხრიდან გვამის ყრუ დაცემის ხმა ისმის და ალფაც მშვიდად ინახავს პისტოლეტს.
ჰოსოკი სააღმსარებლოდან გამოდის, იზმორება და მღვდლის კარისკენ მიდის. იჯღანება, როდესაც სისხლიან გვამს ხედავს, მჭიდროდ ხურავს კარს და გასასვლელისკენ მიდის. მძიმე კარს აწვება და მზის სხივებით სავსე ქუჩაში გადის. ჰოსოკი თვალებს ხუჭავს, ღრმად ისუნთქავს რეზინით და შემწავრი სიმინდის ფქვილით გაჟღენთილ ჰაერს. ქვებით კიბეებზე ხტომით ჩადის, სადაც ორი ჯიპი და გლოკის შემდეგ მეორე სიყვარული, შავი ლამბორგინი ავენტადორი ელოდება.
KAMU SEDANG MEMBACA
GANGSTAS
Fiksi Penggemarსწორედ ჩვენ ვართ ღამე განგსტას სამყარო ალტერნატიული რეალობაა, სადაც მსოფლიო წყობა შეცვლილია და ყველაფერს ნარკო კარტელები აკონტროლებენ. "აქაც და შემდეგშიც" სერიის ასე ვთქვათ დასასრულია განგსტა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წვრილმანი აკავშირებს...