და ისევ, რა არის ომეგავერსი

2K 97 33
                                    

   ადამიანები ომეგავერსში ორის ნაცვლად, სამ სქესად იყოფიან: ალფები, ბეტები და ომეგები (სწორედ ეს არის ჟანრის კანონი. სხვა დანარჩენი ვინც არ უნდა დაგაბოლოთ, მხოლოდ ომეგავერის ავტორისეული ხედვაა და არა ჟანრის კანონი). ომეგავერსის ძირითადი მოქმედი სქესი ალფა და ომეგა არიან. ბეტებს მეორეხარისხოვანი როლი აქვთ და ბევრი ავტორი არც კი იყენებს მათ თავიანთ ფიკებში. ომეგავერსს არანაირი კავშირი არ აქვს ცხოველებთან ან მაქციებთან. თუ რა თქმა უნდა თავად ავტორი არ უშვებს გამონაკლისს.

დავუბრუნდეთ სქესებს. როგორც უკვე ითქვა სულ სამი სქესია ომეგავერსში. ალფები, ბეტები და ომეგები. თითოეული ამ სქესთაგანი შეიძლება იყოს, როგორც ქალი ისე კაცი. ეს ავტორზეა დამოკიდებული. ამ ფიკის შემთხვევაში მდედრობითი სქესის წარმომადგენლები საერთოდ არ არიან. ესეც ჩვეულებრივი მოვლენაა და ჟანრის კანონებს არ ეწინააღმდეგება.

ალფა: ფიზიკურად ყველაზე ძლიერი სქესია. გამოირჩევიან სიძლიერით, ნაკლები ემოციურობით. მათი სურნელი უფრო მძაფრი და უხეშია. სასქესო ორგანოზე გააჩნიათ კვანძი, რომელიც სექსის დროს იბერება და პარტნიორთან ნახევარ საათიდან ერთ საათამდე აჯაჭვებს. კვანძი 99% ორსულობას ნიშნავს, კონტრაცეფტივების არ ქონის შემთხვევაში. ალფები ყოველთვის დომინანტები არიან.

ბეტები: ძირითადად ჩვეულებრივ ადამიანებს გვანან, არომატის გარეშე, არაფრით გამორჩეული ფიზიკური შესაძლებლობებით.

ომეგა: ფიზიკურად სუსტები, ნაზი არომატით, ნაზი გარეგნობით, აქვთ დენა. დენა ომეგებს სამ ან ორ თვეში ერთხელ აქვთ, დენის დროს მათ დაუოკებელი სურვილი აქვთ იყვნენ ალფასთან და აქვთ გამონადენი, რომელიც სექსს უფრო მარტივს და მოსახერხებელს ხდის. დენის დროს თავდაცვის გარეშე სექსი, აუცილებლად სრულდება ორსულობით. დიაახ.. ეს ჟანრი შეიცავს მამაკაცის ორსულობას. სწორედ ამიტომ არის რომ ასეთი საყვარელია ის ბევრი მკითხველისთვის. დენა ომეგებს თექვსმეტი წლის ასაკში ეწყებათ, თუ რა თქმა უნდა ავტორი სხვა ასაკს არ მიუთითებს. დენის დაწყებიდან ომეგა ჩამოყალიბებულ არსებად ითვლება. თავიანთი არომატის დამალვის ხერხად ომეგები სხვადასხვა ბლოკატორებს იყენებენ. აბებს, ნემსებს.

GANGSTASDonde viven las historias. Descúbrelo ahora