1. embrace

389 25 5
                                    

- " ჯიმინ-აჰ,საყვარელო! სადილი მზადაა! კეთილი ინებდე და გამოეთრიე მაგ მყრალი ოთახიდან და ჩამოეხეთხე აქ!' - საერთოდაც, ოთახი ძალიან მოწესრიგებული მაქვს, არ ვიცი ეს ქალი რეებს ბოდიალობს ხოლმე. ყველა დედას კი მხოლოდ ერთი სენი სჭირს, " სისუფთავის დაავადება ".

- " 5 წუთიც დე! ტიტველი ვარ! " - საწოლიდან უცებ წამოვხტი და წინდების ჩაცმას შევუდექი. ჩემი ოთახი საკმაოდ ჩამობნელებული იყო, კედლები სხვადასხვა ჟანრის ბენდების პოსტერებით იყო გადაჭედილი და აქა იქ ჩემი ნახატებიც ეკიდა. სიმართლე რომ გითხრათ ამათ უფრო ნაჯღაბნებს ვუწოდებდი, ჩემს ეგრედწოდებულ შემოქმედებაში არაფერი განსაკუთრებული არ იყო. საწოლი გადაჭედილი იყო სათამაშაოებით, მათგან "კიკის" გამოვარჩევდი,ის სათამაშო ვეფხვია. ჭერზე პაწუა ვარსკვლავები მქონდა გაკრული, ეს სტიკერები ღამით ანათებდნენ,ისეთი სასიამოვნო საყურებელო იყო ძილის წინ.

- ჯიმინაჰ! საჭმელი გაცივდა!

- ჰო! კაი კაი.... - ზუგრჩანთას ხელი დავავლე და უცებ მხარზე გადავიკდე. ღმერთო ეს ქალი ოდესღაც ბოლოს მომიღებს. ოთახიდან გამოვედი და კიბეებს ნელა ჩავუყევი. საშინლად მეძინებოდა.

- როგორც იქნა, გაიყინა ყველაფერი! - სულ ასეთი უკმაყოფილო როგორ უნდა იყოს ეს ქალი? განა საჭმელი 2 წუთში ასე გაცივდებოდა?.

- დედა ჩემი სიკვდილი!.. - ჩემს დანახვაზე დედას სახე საგრძნობლად შეეცვალა და მომიახლოვდა -

- რა არის ეხლა ეს? რას გავს ეს ყველაფერი! - ჩემი სახე თავის თბილ ბუთქუნა ხელებში მოათავსა და თვალიერება დაიწყო.

- ისევ გაათენე ჯიმინაჰ?..

- კი. - თავი დავხარე.

- რამე კონკრეტული ნახე..? ამჯერად რა მოხდა?

- არაფერი ისეთი. - თავზე ხელი გადამისვა და გულში ჩამიკირა.

- არაუშავს ჩემო ბიჭო, ყველაფერი გაივლის, არაფერეა სამუდამო.. შენ გამოჯანმრთელდები და მეც დავისვენებ, ყველა დავისვენებთ.- გულში მაგრად ჩამიკრა, დედას ნელნელა შემოვხვიე ხელები და ოდნავ გამეღიმა. ის მართლაც რომ საუკეთესოა.

დემონი გამოძახებით (Vmin) 📖 Where stories live. Discover now