37. raging sibling

97 19 6
                                    


-არა, შენ მემგონი რაღაც გეშლება ძმაო, ვინ შენ ძმასთან ვწევარ? საერთოდ ვინ ხან ან რა გინდა ?!.. -  ცოტა დავპანიკდი დ უხერხული სიცილი ამიტყდა. უკან დავიხიე, ღმერთმა იცის იმ სოკჯინის თავში რა უტრიალებდა.

- ძმაო მე შენგენ ასეთ სიმდაბლეს ნამდვილად არ მოველოდი, ჩვეულებრივ ადამიანთან ლოგინში გორაობა და მისი პერსონალური ბოზის თამაში ყველას შეუძლია. არასდროს არ მეგონა,რომ მაგ დონემდე დაეცემოდი როგორც თვით ჯოჯოხეთის უფლისწული. შენ, შენ საგვარეულოს უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენე ამ ბინძური საქციელით და იმედი გამიცრუე. არ ვიცი რატომ, მაგრამ შენი ბოლომდე მჯეროდა, მწამდა რომ ამ ოჯახის პატიოსანი წევრი იყავი. ახლა კი, გადაწყვეტილია, შენ სახლში ბრუნდები ჩემთან ერთად.

აი ამას ქვია მივასვიო და უკანაც არ მომიხედიაო. თეჰის გავხედე, თვალები აცრემლებული ჰქონდა, ძლივს იკავებდა თავის თავს რომ არ ეტირა თავისი ძმის წინაშე. საერთოდ რა ღირსებაზე იყო საუბარი როცა შენი ძმა, რამდენიმე თვე იყო გამქრალი  სახლიდან და შენ კიდევ არსაიდან მიადექი და მორალს უკითხავდი. ის სოკჯინი ჩემი აზრით საშინელი პიროვნება იყო, მის ადგილას ძმას გულში ჩავიკრავდი და დროს მივცემდი, რომ საკუთარი აზრები დაელაგებინა და შემდეგ დაწყნარებულ გულზე გველაპარაკა. მესმის რომ გაბრაზებული არის და არსებულ სიტუაციაში ვერ ერკვევა, მაგრამ საკუთარ ძმას ვიღაც ადამიანის წინაშე არ გავლანძღავდი. ეს ცუდ საქციელად მიმაჩნდა რადგან თეჰიონი ახლა თავს საშინლად გრძნობდა, გაბრაზებულ გულზე არასდროს არ უნდა დაელაპარაკო ოჯახის წევრს და ასე არ უნდა აწყენინო.

მიმაჩნია რომ ყველაზე მჭრელი იარაღი ჩვენი პირიდან ამოსული სიტყვებია, სანამ რამეს ვიტყვით ათასჯერ უნდა დავფიქრდეთ თუ ეს სიტყვები რას მოგვიტანს.

დემონი გამოძახებით (Vmin) 📖 Where stories live. Discover now