25. inner self

104 17 11
                                    

- თეჰიონ, ნამდვილად არ არის კარგი დრო რომ შენს სულელურ გრძნობებზე ილაპარაკო. - ძალიან გავბრაზდი, ის ახლა საშინლად მაღიზიანებდა. დიდი სურვილი მქონდა იქვე მიმეხრჩო და გამენადგურებინა. თეჰიონი ამ წამს მთელი გულით მძულდა.

- შენთვის,არასდროს არ არის სწორი მომენტი ჯიმინ!..საერთოდ განაღვლებს რამე ამ ქვეყანაზე?.. გულწრფელად გეუბნები,ადამიანი მეგონე. მიმაჩნდა,რომ გული და შეწყალების უნარი გაგაჩნდა როგორც ნებისმიერი მოკვდავი მაგრამ მე საშინლად შევცდი. შენს მიმართ ასეთი მიმდობი არ უნდა ვყოფილიყავი, არ უნდა მომეცა უფლება ასე დაგეშავებინე.არ ვიცი ვინ ხარ ან რა ხარ, მაგრამ ფაქტია რომ შენ ნამდვილი მონსტრი ხარ.

გავშეშდი. მისგან ნამდვილად არ მოველოდი ამ სიტყვებს. არ ვიცოდი თუ ასეთი საზიზღარი პიროვნება ვიყავი. ადრე პირიქით ხდებოდა ყველაფერი, აქეთ მამცირებნენ და ჩემს მიმართ ერთი მუშტიც კი არ დაუშურებიათ. გამწარებული მირტყავდნენ და მიმახინჯებდნენ სხეულს. არასდროს მეგონა თუ ახლა მათ ადგილას ვიქნებოდი. რას წარმოვიდგენდი თუ ასე ძალიან ტკიოდა და განიცდიდა, ის ხომ დემონი იყო.

- მგონი დროა ამ ცირკს წერტილი დავუსვათ. - ნამჯუნი თეს უკნიდან მიუახლოვდა და დანა ზურგში პირდაპირ გაუყარა. ბასრმა საგანმა მის სხეულში გაიარა და ახლა მისი მჭრელი თავი თეს მუცლიდან ჩანდა.

- ჯ-ჯიმინ..- ჩემი სახელი ძლივსძლივობით წარმოთქვა. ნამჯუნმა დანა მტკივნეული ადგილიდან ნელნელა გამოაცალა, მას ჭრილობიდან  სისხლი გაუჩერებლად მოსდიოდა. რამდენიმე წამში წონასწორობა დაკარგა და ცივ იატაკზე უსუსურად  დაეცა.

- თეჰიონ!...- ნამჯუნს ხელი მაგრად ვკარი და სწრაფი ნაბიჯებით მივუახლოვდი თეჰიონს. მისი სხეული ჩემს ხელებში მოვაქციე, არ ვიცოდი რა მექნა.

დემონი გამოძახებით (Vmin) 📖 Where stories live. Discover now