36. come back home.

96 15 11
                                    

-მოიცა..მოიცა..მოიცა, ის არსად არ წამოგყვებათ ვირებო!.. - იმ ვიღაც სოკჯინთან ახლოს მივიწიე და ხელი ოდნავ ვკარი.

- ეს ვიღაც ვინ არის. - მაღალმა ტიპმა ეჭვის თვალით შემათვალიერა და მომიახლოვდა. განიერი მხრები ჰქონდა და მის ზურგს დიდი შავი ფრთები ამშვენებდა. გვერდით კი ვიღაც ქერა ბიჭუნა ედგა, რომელიც ძალზედ იდიოტურად იბღვირებოდა. რაღაც მომენტებში კატას ძალიან წააგავდა.

- მომისნე სოკჯინა თუ პოკჯინა თუ რაც ხარ კაროჩე..- ამის გაგონებაზე წარბი აწია და ცოტა გაოცებულმა შემომხედა.

- ვიცი, რომ ჯოჯოხეთიდან მოტასავდი ცუნცულ მაგრამ ახლა ჩემს ტერიტორიაზე ხარ! თეჰიონს ხელს თუ ახლებ საერთოდ გაგაქრობ ! შენი დუხი არ იქნება ამ სამყაროში !.. - ცოტა ძველბიჭურად მომივიდა მაგრამ არაუშავს. მთავარია ტიპი მიხვდეს რომ ვემუქრები და ჩემთან ხუმრობა არ ღირს.

- შეხედეთ ერთი ამას.. როგორ გაეწელა. - ქერათმიანი ბიჭი უცებ კისერში ჩამწვდა და ხრჩობა დამიწყო.

- იუნგი!..გეყო, შენ მას ატკენ - ყუნგი და ჭირი მაგას! თეჰიონს რო არ ეთქვა გაუშვიო დამახრჩობდა !   უნამუსო, რანაირი სახელი აქ !

ხელი ძლივს გამიშვა და უკან დაიხია. კისერზე ხელი მოვიკიდე და ხარბად დავიწყე ჰაერის ჩასუნთქვა.

- სოკჯინ, მე სახლში არ დავბრუნდები.

- საერთოდ გესმის რას ამბობ? რაში გაწყობს ამ საცოდავ ადამიანთან ყოფნა ? აწამებ თუ რას უშვები??- ო არა ჩემო მეგობარო, ცოტა ცდები. აქეთ აწამებენ და აკვნესებენ ხოლმე.

თავი ჩემსკენ გამოწია და ცოტა გაოცებულმა გამომხედა.

- აუ ეხლა არ მითხრა რომ აზრების კითხვაც იცი.. - მგონი მაგრად ჩავფლავდი.

- შენ რა ჩემს ძმასთან წევხარ მოკვდავო?!!..

დემონი გამოძახებით (Vmin) 📖 Where stories live. Discover now