27. a pleasant surprise

107 19 0
                                    


თეჰიონი ჩემს სახლში მე და ნამჯუნმა მივიყვანეთ. ჯუნმა სულ ბოდიშები მიხადა იმის მერე რაც ჩაიდინა,მაგრამ მე მას ასე ადვილად ვერ ვაპატიებდი. თავის მანქანისკენ გავაბრუნე და დავემშვიდობე, ახლა მისი მოსმენის თავი ნამდვილად არ მქონდა.

საკმაოდ გვიანი იყო და დედას ალბათ უკვე ეძინა, წესით მას არ უნდა შევემჩნიეთ მე და თეჰი. კარები ჩუმად გავაღე და თეჰიონს შიგნით შესავალში დავეხმარე. მეორე სართულზე ნელი ნაბიჯებით ასვლა დავიწყეთ.

- თავს ნამდვილად კარგად გრძობ?..- თეჰიონს წელზე ხელი შემოვხვიე და ზემოთ ასვლაში
დავეხმარე.

- უკეთესად ვარ.

-ჯიმინ,საყვარელო ვის ელაპარაკები ??? - ჯანდაბა. ეს დედაჩემი იყო. ამ შუა ღამეს რატომ ეღვიძა ?!..

-ეგ სიმპატური ბიჭუნა ვინ არის ჩემო კარგო? - რა ბიჭუნა,რის ბიჭუნა. ვირია რა.

- უბრალოდ..მეგობარი..

- დარწმუნებული ხარ ჯიმინ-აჰ ? - კი დედა, ოღონდ ახლა თავი დამანებე.

- კარგი. დაიჭირე !.. - ჩემკენ რაღაც პატარა ნივთი გადმოაგდო და დავიჭირე.დედამ პრეზერვატივი მესროლა.

- მოიცა..დედა?!..ეს საიდან გაქვს ?! - ოდნავ გამიღიმა თვალი ჩამიკრა,შემდეგ კი უკან,  თავის ოთახში გაბრუნდა. არა რა, ამხელა ქალი რამ გადარია?!..

- ეგ რაღაც რა არის..

- სერიოზულად არ იცი ? -თეჰიონმა თავი დაბნეულმა გააქნია და შემომხედა.

- გინდა გასწავლო როგორ გამოიყენება ?..- პრეზერვატივი გავხსენი და თითზე ჩამოვიცვი.

- არა გმადლობ, ახლა ძილის მეტი არაფერი არ მსურს გარყვნილო.- ხელი გამიშვა და კინაღამ იატაკზე დაენარცხა მთელი ტანით.

- ე მოიცა !..- ჰაერში ძლივს დავიჭირზე და კედელზე მისი სხეული ავაკარი. ჩემი ტუჩები ყურთან ახლოს მივუტანე და ჩავჩურჩულე.

- ნუ გამირბიხარ პატარავ, ამჯერად უფრო კარგად მოგექცევი.




დემონი გამოძახებით (Vmin) 📖 Where stories live. Discover now