38. an explanation to make

98 15 2
                                    


- საკმარისია. - თეჰიმ თავი აწია და სოკჯინს თვალი გაუსწორა.

-შენ მე ვერასდროს ვერ გამიგებ სოკჯინ, შენთან ლაპარაკს არანაირი აზრი არ გააჩნია იმას თუ გავითავლისწინებთ რომ საშინლად ჯიუტი და საზიზღარი პიროვნება ხარ !... ჩემი არსებობის პირველი დღიდან ცხოვრება გამიმწარე და  პირდაპირი მნიშვნელობით ჯოჯოხეთად მიქციე. როგორც ჩემი უფროსი ძმა გევალებოდა "ღირსეულ " პრინცად აღგეზარდე და ნორმალურად მომპყრობოდი,მაგრამ შენ სრულიად საპირისპირო გააკეთე. იმის მაგივრად,რომ პატარა ძმისთვის მოგევლო, მამას სიკვდილის შემდეგ სამყაროს ზურგი აქციე და მარტო დამტოვე. შენ მე ძალიან მატკინე სოკჯინ, სწორედ შენს გამო დღე- ღამე ვიტანჯებოდი იმის ფიქრით თუ რა დავაშავე. იქნებ  მეც მჭირდებოდა სითბო და სიყვარული, იქნებ მეც დაგდგომოდი გვერდით და ერთად გადაგველახა ეს ცხოვრების რთული მომენტი.

სოკჯინმა თავი ნელნელა დახარა, საკუთარ ძმას თვალებში ვერ უყურებდა.

- კი მაგრამ ამ ადამიანმა რა მოგცა ასეთი რომ აქ დარჩენა ასე ძალიან  გსურს.. - ძალა მოიკრიბა და შემომხედა, მემგონი სოკჯინი მიხვდა თუ როგორ მაგრა ჩაისვარა.

-ყურადღება სოკჯინ, მან სითბო და ყურადღება მაჩუქა. კი, ვაღიარებ რომ თავიდან მე და ჯიმინს ძალიან უცნაური ურთიერთობა გვქონდა. ერთმანეთს ვერ ვუგებდით და მაგის გამო ხშირად "უსიამოვნებები" ხდებოდა. ბევრჯერ უტკენია და შეურაცხყოფა მიუყენებია ჩემთვის,მაგრამ ორივემ სათანადო ძალები მოვიკრიბეთ და ეს ყველაფერი წარსულში დავტოვეთ.იმ ყველაფრის შემდეგ კი ახლა კი ერთმანეთი გვყავს.

თეჰიმ ხელი ჩამკიდა და ოდნავ გამიღიმა, შემდეგ კი თავის ძმას ისევ გახედა.

-  შენ კიდევ ეს ვერ შეძელი სოკჯინ,დღემდე წარსულით ცხოვრობ და ბნელი, უღიმღამო მოგონებებით  იტენი თავს. საკუთარი თავის გარდა არავინ და არაფერი არ გადარდებს.

დემონი გამოძახებით (Vmin) 📖 Where stories live. Discover now