3. typical bully.

176 17 0
                                    

ზაფხულის არდადეგები უკვე 2 კვირის დაწყებული იყო მაგრამ სახლიდან ჯერ დღეს გამოვძვერი.
ჩემი ბუნაგის დატოვების შემდეგ  ველოსიპედთან მივუახლოვდი და მოხერხებულად შემოვსკუპდი მის დასაჯდომზე.

დღეს ცოტა გრილოდა,რაც ძალზედ სასიამოვნო იყო. ველოსიპედი დავძარი და ჩემს სახლს სწრაფად გამოვეცალე.

- ეი პაკ ! - თავი მოვაბრუნე და ჩემი ეგრედწოდებული "კლასელი" დავინახე. ტიპური ცუდი ბიჭის იმიჯის მქონე ჯონ ჯონგუკი. ტანით სასიამოვნო შესახედი იყო, მაგრამ მის ტვინში რა ტრიალებდა ეს მხოლოდ ღმერთმა იცოდა. პირსინგების ცვენა იყო როცა სახეზე დააკვირდებოდით . წარბი გახვრეტილი,ტუჩი გახვრეტილი და  ყურები დათხრილი ქონდა იმ საყურეებით.

ზოგადად ძალიან საზიზღარი პიროვნებაა,მასთან მეგობრობას არ გირჩევდით. ამბობენ ვიღაც ძალიან მდიდარი ტიპის შვილი არისო და ამიტომ ყველაფერი გასდისო. გაუპატიურება, ძალადობა, ფულის გამოძალვა და უამრავი სხვა რამ. ერთი თითის დატკაცუნებით მას თქვენ გაქრობასთან ერთად თქვენი განადგურებაც შეეძლო. ამ ქუჩიდან მალე თუ არ  მოვტყდებოდი მისი შემდეგი მსხვერპლი უეჭველი მე გახდებოდი.

თავში რაღაც ძალიან მაგარი მომხვდა და ველოსიპედიდან
გადმოვარდი. ამ ნაბიჭვარმა ქვა მესროლა.პირდაპირ მუხლებით დავეცი და ისინი გადავიტყავე.

- ჯ-ჯანდაბა..- თავზე ხელი მოვიკიდე და მტკივნეულ ადგილას ხელი ოდნავ მოვისვი. მწარე იყო მაგრამ მადლობა ღმერთს სისხლი არ მოდიოდა. მუხლებს დავხედე, საშინელება იყო.

ჯონგუკი და მისი მეგობრები სიცილ- კისკისით მომიახლოვდნენ და ჩემს ჩანთას ხელი დაავალეს.

- ფული გექნება სადმე..სიგარეტზე დაგვაკლდა ხომ გესმის ჯიმინა .. - ჯონგუკმა ჩემს ჩანთაში ქექვა დაიწყო და შემდეგ კი გაღიზიანებულმა ყველაფერი ერთბაშად გადმოყარა.




დემონი გამოძახებით (Vmin) 📖 Where stories live. Discover now