12. Deals and agreements

132 16 6
                                    


- ახლა კი შენს უფლებებს გავეცნოთ ბნელეთის პრინცო.-წიგნი რაღაც რენდომულ გვერდზე გადავშალე და თავი მოვიკატუნე,რომ ვკითხულობდი.

- აჰ..როგორი სულელი ვყოფილივარ..-წიგნი დავხურე და და ბიჭს შევხედე. - შენ ხომ ისინი საერთოდ არ გაგაჩნია !

მემგონი ზედმეტი მომივიდა, რადგან მას სახე საგრძნობლად შეეცვალა და თავი დახარა. არაფერია, მიეჩვევა,მაგრამ ბოროტი ჯიმინი მას არ დაინდობს.

-რადგან შენი ნამდვილი დემონური სახელის წარმოთქვა არ შემიძლია ჯოჯოხეთში არსებული კონკრეტული  კანონების გამო...რამე  სახელს მოგიფიქრებ.

- მომიფიქრებ ?

- კი. მოგიფიქრებ. არ ინერვიულო, ლაქის ან ელგუჯას ნამდვილად არ დაგარქმევ.

- როგორი კეთილი ყოფილხარ...

- ნამდვილად.

-..ჰმ.

- რამე..ნორმალური მოიფიქრე გთხოვ.

- ირაკლიზე რას იტყვი ? კარგი სახელია.

- არ მომწონს.

-  დათო ?

-რატომ დათო ?

- რავი, ტიპური დათო ხარ რა.

-რა დათო..ამას როგორ მიბედავ.

- კარგი კარგი, გეღადავები, ნელა არ დამწყველო. - რაღაც ერთი კარგი სახელი ვიცოდი, ლამაზი იყო.

- თეჰიონი.

- იყოს ეგ. - იმწამსვე დამეთანხმა,  ეტყობა შეამჩნია რომ ჩემთან კამათს აზრი არ ჰქონდა.  დიახ პაკ ჯიმინთან დაობა და უაზრო ჩხუბი არავის არ სურს.

- შენ..რა გქვია.

- ჯიმინი.

- გოგოს სახელს გავს.

-მოკეტე თორემ ჯოჯოხეთი მოსანატრებელად გაგიხდება.

თეჰიონი მიწიდან წამოდგა და ხელი ჩემსკენ გამოიშვირა

- თუ შენ კონტრაქტის ოფიციალურად დადასტურება გსურს, მაშინ ჩემს შეთავაზებას უნდა დაეთანხმო.

- რა შეთავაზებაზე არის საუბარი ? რა კონტრაქტი? - მაინც რა უნდოდა, საინტერესოა.

- მე შენ გეკუთვნი, მაგარამ თუ შენი კონტრაქტის რაღაც მცირედ ნაწილს მაინც დაარღევ მე თავისუფალი ვიქნები.

- არ დავარღვევ, სექსუალური დემონი ვის არ უნდა სახლში.

- მაშინ...თანახმა ხარ ეს ხელშეკრულება ჩემთან დადო..?

- რათქმაუნდა. -ხელი ჩამოვართვი და ჩემთვის,ეშმაკურად გავიღიმე.

დემონი გამოძახებით (Vmin) 📖 Where stories live. Discover now