10. what the "hell" ?

140 17 0
                                    

- ბნელეთის ...რა.

- ბნელეთის პრინცი სულელო.

-  ჯერ ოქტომბერიც არ არის, რა ჰელლოუნისა აგიდა? 7 წლის ბალღი ხარ თუ რა ხდება. - თვალებს არ აჩერებდა, ეგრედწოდებული " ბნელეთის პრინცი" რაღაცას ეძებდა თავისი ჭკუით.

- რას ეძებ ეგეთი გამწარებულ-...- ჩემი მზერა იმ დაწყევლილმა წიგნმა მიიპყრო, ეს იდიოტი ალბათ ზუსტად მაგას ეძებდა. წიგნს უცებ ხელი დავავავლე და მჭიდროდ ჩავიხუტე. იქნებ მართლა სატანის შვილი იყო და მაგარი დახეული მქონდა?... რა იცი რა ხდება, ამ ქვეყანაზე იმდენი გიჟი და გადარეული დადის რო გაანადგურეს ეს საცოდავი პლანეტა მათი იდიოტური გამოხტომებით და უწესობით.

- წიგნი გინდა ?

უაზროდ მომაშტერდა და მოახლოება დაიწყო.

- რაში გინდა ეს წიგნი.

ისევ სიჩუმე და ის საზიზღარი მზერა მომანათა.

- ჰეიიიი??? დამუნჯდი ? კითხვი დაგისვი და მიპასუხე.

- მომეცი.

მისი საკმაოდ ბოხი, მაგრამ ამავდროულად ჩამწყდარი ხმა ცოტა არ იყოს ძალიან შემაშინებელი იყო ასეთ დაძაბულ მომენტში.

ხელში დიდი ქვა ავიღე და პირდაპირ თვალში ვთხლიშე. ტიპმა არაადამიანური ხმით დაიღრიალა და მუხლებზე დაენარცხა.

წიგნი გადავშავლე და იმ გვერდის ძებნას შევუდექი საიდანაც ყველაფერი დაიწყო.

- ა..ხლავე გაჩერდი !!!

- გიბრძანებ ....გაჩერდე - ხმა უფრო ჩაეხლიჩა, ნამდვილი საცოდაობა იყო.

ჩემთან მობობღდა და ფეხზე მჭიდროდ ჩამებღაუჭა.

-გამიშვი ! ჯანდაბა არ შემეხო! - წიგნი ხელიდან გამივარდა, უცნობის ჩემი სხეულიდან მოშორებას ვცდილობდი.

მიწაზე დამაგდო, მკლავები თავის უკან გადამიწია და თავისი სხეული ჩემსაზე მოაქცია.

ხელით მიწაში რაღაცას შევეხე. ჯვარი იყო.


დრო იყო გამეგო თუ სიმართლეს ამბობდა ის ნაბიჭვარი.

წიხლი მაგრად ამოვარტყი ერთ ადგილას და მის სხეულს ზემოდან მოვექეცი. ზედა ოდნავ შემოვახიე და ჯვარი პირდაპირ გულზე დავადე.

"ბნელეთის პრინცი " არ იტყუებოდა.

ჯვრის ირგვლივ არსებული კანი საგრძნობლად დაეთუთქა და ძალიან გაუწითლდა, ის ნელნელა  ლპებოდა და სისხლიანდებოდა ჩემს თვალწინ.












დემონი გამოძახებით (Vmin) 📖 Where stories live. Discover now