39. fake promises

110 18 6
                                    


იმ ლაპარაკის მერე თეჰის "ნათესავები" წავიდნენ და მარტო დავრჩით. ორივე საწოლზე ვიყავით წამოწოლილი და ოთახში საშინელი სიჩუმე იყო.

- თეჰი.. - ახლოს მივიწიე და სახეზე დაყრილი კულულები ოდნავ გავუსწორე და გადავუწიე, შემდეგ მის ლამაზ ცხვირს ჩავუყევი და თითით ოდნავ მოვეფერე.

- რატომ ხარ ასე ჩუმად თე ?..- ლოყაზე მოვეფერე და ვაკოცე.

- უბრალოდ ძალიან ბევრი ვინერვიულე ჯიმინ, ჩემი ძმის გამო კიდევ ბოდიშს ვიხდი, შენ მას არასდროს არ უნდა შეხვედრილიყავი.

- რა სისულელეებს ბოდავ თე, ძალიან გთხოვ ბოდიშს ნუ იხდი..- მის ხელი ჩემსაში მოვაქციე და მოფერება დავუწყე.

-მაგრამ საჭიროა ჯიმინ-აჰ, კი მაგარამ რამე რომ დაშავებინა შენთვის ? მერე რა უნდა მექნა ?..- განერვიულებულმა გამომხედა და ჩემი ხელი მის ტუჩებთან ახლოს მიიტანა.

- ვერაფერსაც ვერ მიზამდა თეჰი..-ხელზე მაკოცა და თბილი ჩახუტება მაჩუქა. ჩემი სხეული მის მკლავებში მოათავსა და კისერზე პატარა კოცნების დატოვება დაიწყო.

- არა მანდ არ...თეჰი მ-მოიცა..- თმებში ხელი შევუცურე და თავი ოდნავ გადავწიე, ნეტა არ ვბოდიალობდე ხოლმე რა.. ძალიან მომწონდა როცა მეხებოდა.

- თეჰი..- ამომხედა და თბილად გამიღიმა.

- მიყვარხარ..- ჩემი ნათქვამის გაგონების შემდეგ სახე გაუნათდა.

- მეც მიყვარხარ !..- გულში ჩამიკრა და სახეზე პაწუა კოცნების დატოვება დამიწყო.

- კარგი კარგი!..საკმარისი სიყვარულია !..ლამის გავიგუდე თეჰი! - სიცილი ამიტყდა და სახე მის კისერში ჩავრგე.

-ძალიან ძალიან მიყვარხარ ჯიმინ, გთხოვ მინდა ეს კარგად დაიმახსოვრო..- თმაზე გადამისვა ხელი და მომეფერა.

- დავიმახსოვრებ და შენ გირჩევნია ყოველდღე მითხრა,თორემ არ მოგასვენებ !..- მისი სახე ჩემს ხელებში მოვაქციე და ვაკოცე.

-ყოველთვის მეტყვი ხო თეჰი ?..

-კი ჯიმინ, ყოველთვის..

- დამპირდი !! - ლოყაზე ოდნავ ვუჩქმიტე.

- გვპირდები..

დემონი გამოძახებით (Vmin) 📖 Where stories live. Discover now