40. Worth a broken heart

146 21 21
                                    


დილით ადრე უცნაურმა შეგრძნებამ გამაღვიძა, თითქოს შიგნიდან რაღაც მღრღნიდა და მეხვეწებოდა, ჯიმინ თვალები გაახილეო. რამდენიმე წამში გამეღვიძა და თეჰიონის ლოგინის მხარეს გავხედე. მას, როგორც წესი სულ ჩემს გვერდით ძინავს, მაგარამ ამჯერად ლოგინი ცარიელი იყო.

- თეჰიონ..?- საწოლიდან წამოვჯექი და თვალები დავისრისე, ფაქტიურად ნახევრად მეძინა. უცებ მაისური გადავიცვი და ჩუსტები ჩავიცვი, ალბათ სააბაზანოში იყო, ისე სად უნდა წასულიყო ასე დილაუთენია?

კიბეები სწრაფი ნაბიჯით ჩავირბინე და სააბაზანოს კარებზე მივაკაკუნე.

- თეჰი ?..თეჰი აქ ხარ ? - სიჩუმე იყო.

- თეჰიი...!..- ამჯერად უფრო მაგრად დავაკაკუნე მაგრამ უიმედოდ, რადგან  ისევ ის გამაღიზიანებელი სიჩუმე ისადგურებდა სახლში.

იქნებ ჩაეძინა ? ერთხელ მართლა ეგრე მოუვიდა და შარავლჩახდილი უნიტაზზე იჯდა და ტკბილად თვლემდა სანამ მე ვიპოვიდი.

ყელში ამომივიდა ამდენი ლოდინი და კარები პირდაპირ შევაღე.

- თეჰიო-...- იქ არავინ არ იყო. შხაპის კაბინაც შესამოწმე,მაგრამ უშედეგოდ.

მისაღებ ოთახში გავბრუნდი და სავარძელზე ჩამოვჯექი. სად შეიძლება წასულიყო?!..იქნებ დედამ იპოვა და გააგდო, ან უარესი, იმ სოკჯინმა და ვიღაც ქერათმიანმა ბიჭმა წაათრიეს უკან სახლში ?!...ან საერთოდ  ნამჯუნმა შურისძიება გადაწყვიტა და თეჰიონი გაიტაცა რომ მოეკლა ?!.. ჯანდაბა, ჩემს თავში მილიონობით აზრი ტრიალებდა, არ ვიცოდი რა მექნა, არ ვიცოდი თეჰიონი როგორ მეპოვა. საშინელ მდგომარეობაში ვიყავი,  ტირილის ვერ ვწყვეტდი.

მალე ჩემი ყურადღება მაგიდაზე დადებულმა პატარა ქაღალდის ნაგლეჯმა მიიქცია.

- ეს..რა არის..- ზედ თეჰის სახელი ეწერა, საინტერესოა რა შეიძლება ყოფილიყო.

" პირველ რიგში დილამშვიდობისა ჯიმინ, თუ ამას კითხულობ მე უკვე წასული ვარ.იმედი არ მაქვს რომ გამიგებ მაგრამ მე სახლში დაბრუნება  გადავწყვიტე. მადლობა ასეთი სითბოსთვის და ამხელა ყურადღებისთვის, მე შენ არასდროს არ დაგივიწყებ. "

იმ დღეს თეჰიონმა სამუდამოდ დამტოვა.

TO BE CONTINUED..
.
.
.
.
.
.
.
.
.
მადლობა ამ ფიკის წაკითხვისთვის და თქვენი თითოეული ვოუთისთვის, ეს მხოლოდ დასაწყისია მეგობრებო. ეს ფიკი კი "დავასრულე" მაგრამ ეხლა სხვა რაღაცის დროა. "დროში მოგზაურნი " ნამჯინის ფიკია, იმედია წაიკითხავთ და დაგაინტერესებთ ♡

დემონი გამოძახებით (Vmin) 📖 Where stories live. Discover now