5. the hideout

143 16 0
                                    


-ჯუნა~ - ნამჯუნს ზურგზე შემოვახტი და ფეხები წელზე მოხერხებულად შემოვხვიე, ძალიან კომფორტული იყო ჩემთვის ასეთ ფორმაში გადაადგილება.

ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა "კი მაგრამ რატო ჯიმინ?, რას ათრევინებ ნამჯუნს ამხელა სელაპ ბიჭს ?" აქვე გაგცემთ პასუხს ჩემო მეგობრებო, დაკუნთულ ტიპზე კატაობა ვის არ უნდა. ისე..ჯუნი ჯონგუკს მოერეოდა? სიმართლე გითხრათ არც ვიცი, მაგრამ ნამჯუნი ალბათ შეეგუებოდა მისი ლამაზი ტრაკის თრევას.

- ახლა საით ? - ჯუნი გაჩერდა და ტყის შესასვლელს ინტერესით სავსე თვალებით გახედა.

- სადაც ჩრდილოეთის ქარი წაგვიყვანს ნამჯუნ ...-

-  ჯიმინ, ამ დროს იცი ხოლმე ?

- რა ვიცი აბა ?

- ურევ ბიჭო.

- ეჰ..ეგ შენ ურევ თუ ურევ ხოლმე. - მისი ზურგიდან ჩამოვხტი და ზურგჩანთა გამოვართვი.

- მადლობა ჯუნ.. - ლოყაზე ნაზად ვუჩქმიტე და ტყეში შევედი. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ ჩემს უსაყვარლეს ადგილს მივადექი. ეს პატარა ხის ქოხი. ადგილობრივების დამსახურებით ამ სახლს არავინ არ ეკარება. ზოგი ამბობს დაწყევლილიაო, ზოგს კიდევ მიაჩნია რომ ეს ადგილი ათასნაირი მოჩვენებებით და დემონებით არის გამოტენილი. მე კიდევ მაგარ დასასვენებელ ადგილიდ მიმაჩნია. პლედს დაიფენ იატაკზე და დაიძინებ. ვსო,მორჩა კინო. ( კაი ხო გეღადავებით,დედა რო მეჩხუბება ხოლმე აქ მოვრბივარ და ვიმალები 5 წლის გორსალასავით)

დღეს ძალზედ მეზარებოდა შიგნით შესვლა, რადგან გადასარევი ამინდი იყო პაწუა პიკნიკის მოსაწყობად.

ჩემი ვარდისფერი პლედი გავშალე და ბალახზე დავაფინე კარგად წამოსაწოლად. - იდეალურია..- ჩანთა გავხსენი და ჩიფსის რამოდენიმე შეკვრა ამოვიღე წყალთან ერთად.

- ესეც ა- ჩემს გაშლილ პლედზე რატომღაც ვერ მოვკალათდი, რაღაც მერჭობოდა.

- რა ჯანდაბაა...უეჭველი ქვა იქნება. - გაღიზიანებულმა ჩანთა უაზროდ მოვისროლე და პლედიდან ავდექი.

- აუჩ.. - დუნდულა ოდნავ დავიზილე რადგან ის რაღაცა ძალიან შემერჭო.

- ხო შეიძლება ერთი ნორმალური დღე მაინც გამითენდეს ჰა..-

დავიხარე და პლედი მიწიდან ავიღე, მის ქვეშ უცნაური ფორმის, ნაცრისფერი გასაღები იდო.

დემონი გამოძახებით (Vmin) 📖 Where stories live. Discover now