6. finding answers

148 18 0
                                    

- ალბათ ვინმეს დაეკარგა..- გასაღები ხელში ავიღე და შევათვალიერე. დაახლოებით ერენის გასაღებს ჰგავდა, ვისაც შეტევა ტიტანებზე გაქვთ ნანახი ადვილად მიხვდებით რა ვიგულისხმე.

- კი მაგრამ..ვისია ან..რისია..-  საკმაოდ ძველებური ჩანდა, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ის ჩვენ სამყაროს არ მიეკუთვნებოდა.

ირგვლივ მივიხედ მოვიხედე, თითოეულ ხეს და ჩემს წინ არსებულ დანარჩენ წვრილმას დიდი ეჭვის თვალით ვუყურებდი.მზერა უცებ ერთ დიდ მუხის ხეს მივაპყრე. მას ტოტების ნახევარი მხარე სულ დამჭკნარი და გაუბედურებული ჰქონდა,ხოლო ხის მეორე მხარე პირდაპირი გაგებით ყვაოდა. ამ დიდებულ ხეს ნელნელა მივუახლოვდი, იმის იმედით რომ რამეს მაინც გასარკვევდი ამ უცნაური გასაღების შესახები.

-დიდებულია..- თითები ნაზად გადავუსვი. ჩემი მზერა ხის უზარმაზარმა ფუღურომ მიიპყრო.
ნეტავ მის შიგნით რა მელოდებოდა ?.უეჭველი რაღაც მოაჭამდა ხელს, ენოტი ან რომელიმე გადარეული სინდიოფალა იქნებოდა. მახსოვს, ბებო მიყვებოდა აგარაკზე როგორ ეომებოდა მაგ წურბელებს. სინდიოფალებს არა  მარა ჯოჯოხეთიდან გამოგზავნილ  დემონებს კი გავდნენ. ბებო მათთან ბრძოლაში არასდროს არ დამარცხებულა.

ხელი ფუღუროში მოხერხებულად შევყე და იმ არასასიამოვნო და საშინელ სიბნელეში " რაღაცის" ძებნას შევუდექი. ღმერთმა იცის საერთოდ რას ვეძებდი. იქნებ ეს ნივთი აქ არ იყო დამალული, ან საერთოდ რატომ ამოვიჩემე ამგვარი სისულელეების კეთება? ისე..ღირსი კი ვიყავი ეხლა ჩემთვის,რამეს თითები მოეჭამა.

ბოლოსდაბოლოს მოვახერხე და ჩემი პაწუა თითებით რაღაც ჯაბახანას მივწვდი. ჩემს ტვინში უცებ გაურკვევლობამ დაისადგურა. ნივთი ფუღუროდან ფრთხილად გამოვიღე.

ეს წიგნი იყო.

- კაით რა, ვეფხისტყაოსნი სახლშიც მაქვს და სკოლაში ნამდვილად არ მაკ-....- წიგნის ზედაპირზე იმ გასაღების გამოსახულება იყო დახატული, რომელიც მე ახლა მეორე ხელში მეჭირა. წიგნზე დამაგრებული პატარა ბოქლომს დავხედე და გასაღები გავუკეთე.

ჯანდაბა, მემგონი თავი ძალიან დიდ შარში გავყავი.


დემონი გამოძახებით (Vmin) 📖 Where stories live. Discover now