7. the ritual

147 19 0
                                    


წიგნი გადავშალე და მის გადაფურცვა მიმოფურცვლას შევუდექი. იმის თუ არ გავითვალისწინებთ რომ ძალიან ბევრი სისხლიანი გვერდი შემხვდა, ჩემთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა. მხოლოდ სიმშვიდე, სიმშვიდე და სიმშვიდე.

- მჰმ..გასაგებია ჩემო ბატონებო.. - შუბლზე ეწერა ამ წიგნს,რომ დაწყევლილი კი არა გადაწყევლილი იყო ლამის. ყოველ გვერდზე რაღაც ახალი და უფრო საშინელი იყო გამოსახული.

დაწყებული ტროლებით, ათასნაირი ჯღანითა და ვამპირებით.

იქნებ ვიღაც ძალიან მაგრად მეღადავებოდა ? ტიპმა ალბათ ეს წიგნი ერთ ლარიან მაღაზიაში იყიდა, რაღაცეები მიაჯღაბნა და სპეციალურად ჩემნაირი ლუზერებისთვის საპოვნელად, ხის ფუღუროში მიაგდო. ისე..არაფერია გამორიცხული ჩემო მეგობრებო.

ცოტა ხნის შემდეგ, ჩემთვის საკმაოდ საინტერესო გვერდს მივადექი.რას წარმვიდგენდი, რომ ამ წიგნში რამე მომეწონებოდა საერთოდ.

-ჰმ...- შავ ფურცელზე თეთრად ამოტვიფრული ლათინური ასოები ძალიან ესთეტიკურად და ლამაზად იყო მოთავსებული. კარგია, ტყუილად არ მიზეპირებია ეს ლათინურიც.

არ ვიცი რამ დამარტყა თავში და რატომ გადავწყვიტე ამ ტექსტის ღმამაღლა წაკითხვა,მაგრამ ჩემთვის ერთი ფაქტი ნათელი იყო, პაკ ჯიმინი დებილია. დიახ, ჩემო მეგობრებო რაღაც დაწყევლილი წიგნიდან ჯადო ამოვიკითხე. იქნებ ეს წყევლა იყო,რომელიც მთელი ცხოვრება მოსვენებას საშუალებას არ მომცემდა ან ამწამს საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი გამოვუტანე ? ეს დანამდვილებით არავინ არ იცოდა.

ვცადე გავჩერებულიყავი,მაგრამ ჩემი ყოველი ცდა უშედეგო,არაფრის მომტანი იყო.

ვიგრძენი როგორ გადამიტრიალდა თვალები უკან. თავიდან ცოტა მეტკინა მაგრამ ადვილად შევეჩვიე. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ჩემი პირიდან ახლა სიტყვების და ადამიანური ხმის მაგივრად დემონისმაგვარი, საზიზღარი ჟღერადობის ხმა ამოდიოდა.

საკუთარ თავს ნელნელა ვკარგავდი.

თვალებში დამიბნელდა.

უცებ ვიგრძენი ჩემი ფეხები როგორ მოშორდა მიწას,ჩემი მთლიანი სხეული ჰაერში აიწია.

რამოდენიმე წამში ყველაფერი გაშავდა.

დემონი გამოძახებით (Vmin) 📖 Where stories live. Discover now