33. facing difficulties

92 16 7
                                    


ორივე საკლასო ოთახში შევედით   და თეჰი გვერდით დავიჯინე, აჩეჩილი თმები გავუსწორე და ხელით ვანიშნე რომ ჩანთა მოეხსნა და სკამზე დაედო.

- ჯიმინ? ეს ყმაწვილი ვინ ბრძანდება ? - რათქმაუნდა, ნათელა დამრიგებელი ხომ მაინც მოახერხებდა გამონათებას ამ უღიმღამო ფიკში. საზიზღარი ქალი იყო მაგრამ ძალიან საზიზღარიც არა. თუ ხასიათზე არ იყო ერთი კარგად მიგაწყევლიდა და მორჩა. ერთხელ ექსკურსიაზე მთელი კლასი სადღაც ქალაქში დაგვტოვა და თვითონ ავტობუსის მძღოლთან პაემანზე მოტყდა.

- გამარჯობა მას, ა..ეს..ის ..ის მოსწავლეა, წინა წელს საერთოდ რომ არ იარა მისი ჯანმრთელობის პრობლემების გამო.

- აა..გასაგებია.  მუნ თეილი? 

- ხო ხო ! ზუსტად ეგ !.. - რა სულელი ქალი იყო.

თეჰი კარგად შეიათვალიერა და თავისი სათვალეები გაისწორა.

- ძლივს არ დამენახე შვილო, არა რატო არ დადიხართ ამ სკოლაში ერთი გამაგებინეთ რა.. აქ მოსვლას და სწავლას რაღა უნდა შენი ჭირიმე. ეჰ შვილო..ნეტა თქვენხელა ვიყო ეხლა, რამდენ რამეს გავაკეთებდი. - ჩვენს მერხებს მოშორდა და კლასიდან გავიდა.

-ეჰ რა გამოშტერებული ქალი ყოფილა. -ოდნავ ჩამეცინა და თეჰის მივუბრუნდი.

- თეჰიონ, ვინმე თეილით თუ მოგმართავს ხმა აუცილებლად გაეცი,თორემ ამ სკოლიდან გამაპანღურებენ კარგი?

თავი დამიქნია და საკლასო ოთახის თვალიერება დაიწყო.

- ვაიმე არ მითხრათ, რომ ეს პაკ ჯიმინია და მისი "უსაყვარლესი " ბოიფრენდი. - ამ გამაღიზიანებელ და ამავდროულად ღმამაღალ ლაპარაკს ყველგან ვიცნობდი.
ნეტა ეს ბავშვი საერთოდ გადაშენდეს. ჩონ ჰოსოკი მაკლდა ეხლა სრული ბედნიერებისთვის.

- რაიყო ჯიმინ, მე ხომ მხოლოდ ვხუმრობ.

- ტრაკში შეიტანე ეგ შენი იდიოტური ხუმრობები. - თეჰიონს გაკვირვებული სახით გავხედე, ეს ეხლა რა იყო.





დემონი გამოძახებით (Vmin) 📖 Where stories live. Discover now