23. What makes us human

108 17 0
                                    

- მოისვენე. - მე და" ბატონი" თეჰიონი ჩემი ძველი მეგობრის,ნამჯუნის სახლის კარებთან ვიდექით.

- მოვისვენო? როგორ მოვისვენო ჯიმინ?! შენ ახლა პირდაპირ ჩემი რასის ყველაზე საზარელ გამანადგურებელთან მიმიყვანე სახლში !..-ხელები გადააჯვარედინა და თვალი ამარიდა. კი ძალიან "საშიში" ჩანდა როცა ამას აკეთებდა.

-მოდი შენი გაბუტვები და გამოხტომები სხვა სულელური საქმეებისთვის შეინახე თეჰიონ. ბავშვივით ნუ იქცევი !

- როგორ მიბედავ!..ვის ეძახი ბავშვს ?!..

- ღმერთო მომეცი გამძლეობა. -პირზე ხელი ავაფარე და კარზე დავაკაკუკნე. ვატყობ ეს დიდი ხანი არ გამაჩერებდა აქ,ჯობდა საქმე სწრაფად მომეგვარებინა.

რამდენიმე წამის შემდეგ კარგები  გაიღო და წინ სასიამოვნო ხედი გადამეშალა. ნამჯუნი მაისურის გარეშე იდგა და თმები საყვარელად ქონდა აჩეჩილი.

-  რაიყო ბალიში აგიფეთქდა ჯუნა ? - თავზე ხელი უცებ გადაისვა და სერიოზული სახით გამომხედა.

- ეგ ვინ არის. -თეჰიონს გახედა და ცოტა ეჭვის თვალით შემათვალიერა.

- მოდი დღეს კითხვებს მე დავსვამ ჯუნა. - თეჰიონს ხელი დავალლე და შიგნით შევათრიე.

ჯიბიდან ის "ლამაზი" დანა ამოვიღე რომელიც ნამჯუნს ამოვაძრე რამდენიმე კვირის წინ და მას გავუწოდე. თავიდან ცოტა შეიშმუშანა, ალბათ მიხვდა რაც გავაკეთე და თავი იმედგაცრუებული მშობელივით გააქნია აქეთ-იქით.

- კარგი ეს ჰო, მაგარამ დემონი რატომ მოათრიე ჩემს სახლში ? -დანას ხელი დაავალო და ჯიბეში ჩაიდო.

- ჯუნა, გთხოვ მომისმინე. უკვე ყველაფერი ვიცი შენი და თეჰიონის სამყაროზე და თქვენს წარმომავლობაზე. -თეჰიონს გავხედე და ხელი გავუშვი- უბრალოდ მინდა ვიცოდე თუ ამ არსების შეთხზული "ამბები " სიმართლეა.

- ჯიმინ. ჩვენ ადამიანები ვართ, შენ არ უნდა გქონდეს მაგ ბინძურ არსებასთან არანაირი ურთიერთობა.

-  მე მას ვიცნობ.

- დემონს ენდობი და საუკეთესო მეგობარს არა ?.

დემონი გამოძახებით (Vmin) 📖 Where stories live. Discover now