Ella pov:
ფანჯრიდან შემომავალ კაშკაშა სინათლეზე გამეღვიძა, საწოლიდან ავდექი და სააბაზანოსკენ გავემართე. სახე დავიბანე, ახალი სისხლჩაქცევებისგან. მაჯებზე ჭრილობები გავიწმინდე და საშხაპეში შევედი. დაძაბულ კუნთებზე თბილი წყალი რომ ვიგრძენი, რაღაცნაირად დავმშვიდდი. ღრმად ჩავისუნთქე და ჩემს განვლილ ცხოვრებაზე ჩავფიქრდი. საერთოდ რა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს? ვგულისხმობ დედაჩემი გარდაიცვალა, როდესაც მე მხოლოდ სამი წლის ვიყავი, რის გამოც მამაჩემი სვამდა და ნარკოტიკებს იღებდა. მან ჩემზე ძალადობა დაიწყო ხუთი წლის ასაკში, მე ჩავვარდი დეპრესიაში თოთხმეტი წლის ასაკში და დავიწყე საკუთარი თავის დაჭრა და ახლა ოცდაერთი წლის ვარ და არასდროს შემიწყვიტავს ეს, მამაჩემი მაინც ყოველ ღამე სახლში მთვრალი მოდის და როცა ვცდილობ დავეხმარო, ის უბრალოდ მირტყამს და მაბრალებს ყველაფერს, რაც მას და დედას შეემთხვათ, ორ სამსახურში ვმუშაობ რადგან მამა არ მუშაობს და გადასახადები ჩემს ხარჯზეა. მართალი გითხრათ, არასდროს მქონია სურვილი აქედან გაქცევის და მშვიდი ცხოვრებისდაწყების.შეიძლება იმიტომ, რომ ზედმეტად კეთილი ვარ.
საშხაპედან გამოვედი და პირსახოცი შემოვიხვიე. სწრაფად გამოვიცვალე და დაბლა ჩავედი,როცა დივანზე დალურჯებული მამა დავინახე
"მამა, რა მოხდა?" ვკითხე შეშფოთებულმა. მივვარდი და ჭრილობების მოსაშუშებლად დივნიდან მის წამოყენებას ვცდილობდი, მაგრამ როცა წამოდგა მაჯაზე მომიჭირა მკლავი, რის გამოც ჭრილობები მეტკინა და იქიდან სისხლმა იფეთქა.მამა მიმათრევდა კარისკენ
,,მოიცადე, სად მივდივართ?" ვიკითხე და ხელის გათავისუფლება ვცადე მაგრამ ზედმეტად ძლიერად ეჭირა.
"კითხვების გარეშე , ფეხი გამოადგი!" იყვირა მან.
"შეგიძლია მაჯა მაინც გამიშვა, შენ მტკენ" ვევედრებოდი.
"გაუმკლავდები!" დამიყვირა და სახლიდან ძალით გამათრია. დაახლოებით ათ წუთში მივედით უზარმაზარ სასახლეში.
"სად ვართ ?" ისევ ვიკითხე ამჯერად პასუხის იმედით. მან უბრალოდ დააიგნორა და კარზე ზარი დარეკა. კარები მაღალმა კაცმა, ქერა თმით და თხილისფერი თვალებით გააღო.
,,შემოდით და გამომყევით, უკვე შიგნით გელოდებიან."თქვა მან, და წინ გაგვიძღვა.
YOU ARE READING
მაფიასთან მიყიდული/Sold To The Mafia
Actionდანტე რომანო ყველაზე ძლიერი იტალიური მაფიის ლიდერი,იგი იძულებულია ცოლი მოიყვანოს მისი სასტიკი მამის გამო. მამაკაცს დანტეს ვალი აქვს მაგრამ ვერ უბრუნებს ამიტომ დანტე მის მოკვლას აპირებს, მანამ, სანამ მამაკაცი აღნიშნავს, რომ დაახლოებით მისი ასაკის ქ...