"ყველაფერს, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრულიც"
ზოგჯერ ტრაგედია თავს მოულოდნელად გვატყდება, სწორედ მაშინ როცა ყველაზე ნაკლებად ველით. არადა ახლა, როცა მშვიდად ზიხარ და არაფერზე დარდობ, ვერც კი წარმოიდგენ, რომ შეიძლება მეორე წუთში შენი მდგომარეობა შეიცვალოს, რომ შეიძლება თავს ისეთი რამ დაგატყდეს, რაც სულიერად გაგანადგურებს და გულში უდიდეს ტკივილს დაგიტოვებს, შენ კი რამხელა დროც არ უნდა გავიდეს, ამ ტკივილს მაინც ვერ იშორებ, რადგან ის შენი ცხოვრების თანამგზავრი ხდება. შენც სხვა გზა აღარ გაქვს გარდა იმისა, რომ მას მიეჩვიო, თუმცა ეს ძალიან ძნელია, იმაზე ძნელი, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდი.
-დედა!- დაიძახა ზეინმა, როცა სახლის კარები შეაღო. -უკვე მოვედი.
დედა ზეინს არ გამოეხმაურა, არადა სკოლიდან მოსულ შვილს მუდამ კარებში ხვდებოდა ხოლმე გახარებული სახით, თუმცა ახლა ასე არ მოხდა.
ზეინმა კარები დახურა და მისაღები ოთახისაკენ გაემართა.
-დედა!- დაიძახა მან კვლავ, თუმცა პასუხი ისევ ვერ მიიღო.
როცა ზეინი მოსაღებში შევიდა, მის წინ უცნაური სანახაობა დადგა.
მისაღები ოთახი სულ არეული იყო: მაგიდა გადაყირავებული, სკამებიც წაქცეული, დივანი და სავარძლები თავიანთი ადგილებიდან მოშორებული, ფანჯრები ჩამსხვრეული.
ზეინს სახეზე შფოთი დაეტყო. თითქოს რაღაცის შიშმა პირდაპირ მის გულში გაიარა და იგი მწარედ გასერა, თუმცა თვითონაც ვერ ხვდებოდა რისი შიში იყო ეს.
ზეინი ზემოთ კიბეებზე გაიქცა, თან მკერდზე თავის მძიმე და აჩქარებულ გულის ცემას გრძნობდა. იგი სწრაფად სუნთქავდა, თითქოს ეს საშინელი შიშის გრძნობა ახრჩობდა.
ზეინმა თავისი მშობლების ოთახის კარები უყოყმანოდ შეაღო და ამის დანახვაზე ლამის სუნთქვა შეწყვიტა.
YOU ARE READING
Insecure - N. H / / Larry / / Ziam ✔️
Fanfictionრა ხდება, როცა შენი ცხოვრება იცვლება? როცა ის შენთვის დაუნდობელი ხდება, როცა ყველა შენი ოცნება ფერს კარგავს, იმ ყვავილებით მოფენილ, ნათელ და ლამაზ გზას შორდები, რომელზეც ერთ დროს მშვიდად მიდიოდი და ბნელ სამყაროში ინაცვლებ, სადაც შენთვის არავინ და არ...