24. სევდა. ბედნიერება. სიკვდილი

810 75 16
                                    

გათენდა და მზის ნათელი სხვები ჰარის ოთახში ნაზად შეიჭრა. ჰარიმ თვალები მობჟუტა, ბალიშიდან თავი ასწია და ფანჯარაში გაიხედა. არემარეს ეტყობოდა, რომ ამ დღეს მეტად თბილი და ნათელი დღე იქნებოდა, ნეტავ მისთვისაც ასეთივე იქნებოდა ის?

ჰარიმ მოწყენილად თავი ისევ ბალიშზე დააგდო, გვერდზე გადაბრუნდა და ოდნავ მოიხარა. ძილი ძალიან ეძალებოდა, რადგან მთელი ღამე წუთითაც კი არ სძინებია. იმ ფიქრებმა, რომლებიც მის თავში გაუჩერებლად ტრიალებდნენ მას დაძინების და მოსვენების საშუალება არ მისცეს. ჰარის გონებიდან ის წუთები არ ამოდიოდა, წუთები როცა იმ ლოგინზე ლუისთან ერთად იწვა, რომელიც მის ზემოთ მოქცეულიყო და ბიჭი თავის კლანჭებში მიემწყვდია. რომელიც მას ვნებიანად კოცნიდა და ჰარის სხეულს წარმოუდგენელი სითბოთი და შეგრძნებებით ავსებდა.

ჰარიმ ასეთი რამ ცხოვრებაში პირვლად იგრძნო. ლუი იყო ის ერთადერთი, რომელმაც მას ეს განაცდევინა. ჰარის ეს ყველაფერი ისე მოეწონა, მას ისეთი სიამოვნება მიანიჭა, რომ ბიჭს ეშინოდა კიდეც, საკუთარი თავის, საკუთარი გრძნობებისა და განცდების ეშინოდა. ყოველ ჯერზე, როცა ლუის სახე მას წინ უდგებოდა, გულში ძლიერ ბიძგს გრძნობდა, მას ისეთი შეგრძნებები ეუფლებოდა, რომ საბრალოს ეშინოდა ჭკუიდან არ გადასულიყო. მითუმეტეს რომ ამ ყველაფრის გულში შენახვა და იქ დაგროვება ძალიან ძნელი რამ იყო. ბიჭი სატკივარს ვერავის უზიარებდა და ეს მას კიდევ უფრო  მეტ ტკივილს აყენებდა.

ჰარი ლოგინს დაეყრდნო და წამოჯდა, ხელები თავისი თავისაკენ წაიღო და გვირგვინი, რომელიც წინა ღამით ლუიმ გაუკეთა, მოიხსნა. ჰარის გვირგვინი თავის კალთასთან ხელებში ეჭირა და მას დასჩერებოდა.

ლუიმ იცოდა, რომ ჰარის ყვავილების გვირგინები ძალიან უყვარდა, სწორედ ამიტომ მოუტანა მან ის ჰარის. ამის გაანალიზებაზე კი ჰარი ძალიან იბნეოდა, თავს ვერ იკავებდა რომ არ ეტირა. ან საერთოდ რას ნიშნავდა ის, როცა გაიგონა რომ ლუიმ მას 'მიყვარხარო' უთხრა. ნუთუ ეს სიმართლე იყო? თუ ასეა მაშინ რამდენიმე დღის წინ ის ჰარის სასტიკად რატომ მოექცა და სიკვდილის პირას რატომ მიიყვანა? განა ადამიანებს, რომლებიც უყვართ ასე ექცევიან? მათ ასე სტანჯავენ? ოჯახს აშორებენ და ცხოვრებას ართმევენ?

Insecure - N. H / / Larry / / Ziam ✔️Where stories live. Discover now