41. "მხოლოდ ჩემი"

717 65 12
                                    

დილით ჰარიმ ლუის მკლავებში ჩაწოლილმა გაიღვიძა და მისთვის არაფერი იქნებოდა უფრო ლამაზი შეგრძნება, ვიდრე ეს. მის მკლავებში, რომლებიც ბიჭს ძლიერად შემოხვეოდნენ, თავს ისე დაცულად გრძნობდა როგორც არასდროს. ირგვლივ ისეთი სითბო და სიმშვიდე სუფევდა, რომ ჰარი მზად იყო მთელი ცხოვრება ასე გაეტარებინა.

ჰარიმ ხელის გული ლუის შიშველ მკერდს მიადო და მასზე ცოტათი თითები გაუხახუნა. ბიჭს ძალიან მოსწონდა ლუის გარშემო თავს რომ ძალიან სუსტად გრძნობდა და ლუი მასზე მზრუნველობას იღებდა. მოსწონდა ის ფაქტი თუ როგორ სურდა ლუის გამუდმებით მისი დაცვა, ჰარი მის გარშემო თავს ძალიან უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობდა, მის მკლავებში მას არაფრის არ შეეშინდებოდა რაც ან ვინც უნდა ყოფილიყო ეს, რადგან მან იცოდა რომ ლუი მას ყოველთვის დაიცავდა.

ჰარიმ ლუის მკერდს თავისი ტუჩები შეახო და მასზე მცირედ აკოცა. მან თავი ზემოთ ასწია და ლუის ახედა, რომელსაც ჯერ კიდევ სძინავდა. ჰარიმ მას ლოყაზე ხელი დაადო და ნაზად მოეფერა.

-ლუ!- დაუძახა მან ხმადაბლა და ლოყაზე ხელი ნაზად გადაუსვა- ლუ!

ლუის ყურებში მისი ხმა ჩაესმა და გამოეღვიძა. თავიდან სიზმარი ეგონა, მაგრამ თვალები რომ გაახილა და თავის მკლავებში ჰარი დაინახა, მიხვდა რომ ეს რეალობა იყო, ამიტომ თავი ვერ შეიკავა რომ ბედნიერებისგან არ გაეღიმა. განა რა უნდა ყოფილიყო მისთვის იმაზე ტკბილი, ვიდრე ის რომ ჰარის ლამაზი ხმა აღვიძებდა მას დილით? მისი დილა ამაზე უკეთესად ვერც დაიწყებოდა. ლუი ვერ იჯერებდა, რომ ეს ხდებოდა. მას უნდოდა ყოველთვის ასე ყოფილიყო, რომ ყოველთვის ჰარისთან ერთად გაეღვიძა დილით, რომ პირველად მისი საყვარელი სახე დაენახა ხოლმე. მაშინ ლუის ყოველთვის ეცოდინებოდა, რომ მისი დილა საუკეთესოზე საუკეთესო იქნებოდა.

-დილა მშვიდობის- გაუღიმა მას ლუიმ და ლოყაზე მოეფერა, ჰარიმ კი მისი შეხების სიამოვნებისგან თვალები დახუჭა.

Insecure - N. H / / Larry / / Ziam ✔️Where stories live. Discover now