ლუი საწოლზე იჯდა და ჰარი კვლავ თავის მკლავებში ჰყავდა მოქცეული. იგი მის შიშველ ზურგზე ფერებას აგრძელებდა და უდიდეს სიამოვნებას გრძნობდა, მითუმეტეს მაშინ, როცა ბიჭს მის მხარზე თავდადებულს ასე საყვარლად ჩასძინებოდა.
ლუიმ მისი პერანგიდან ხელი გამოაძვრინა, შემდეგ კი ორივე ხელი ჰარის ზურგზე შემოხვია, თვითონ ფეხზე წამოდგა და ჰარი საწოლზე ფრთხილად დააწვინა, შემდეგ კი მას ფეხები გაასწორებინა და ტანზე გადასაფარებელი გადააფარა. მათ ერთმანეთი უყვარდათ და ეს ერთმანეთს გაუმხილეს. ლუის ადრევე რომ სცოდოდა თუ რამხელა ბედნიერების მომტანი იყო ეს ყველაფერი, მაშინ ჰარის სიყვარულში მანამდეც გამოუტყდებოდა, რომ სცოდნოდა რომ ეს მის ცხოვრებას ასე გაანათებდა, მაშინ ყველა საჭირო ნაბიჯს ჰარის შეყვარების დღესვე გადადგამდა და ამდენს აღარ მოიცდიდა.
ლუი გასწორდა და წელში მაშინვე საშინელი ტკივილი იგრძნო, რის გამოც სახე დაჭმუხნა და ტკივილისგან პატარაზე წამოიხვნეშა. იგი ცალი ხელით კარადას დაეყრდნო ცალი კი წელზე დაიდო, რის შემდეგაც ლუიმ მაშინვე სისველე იგრძნო. მან თავის ხელს დახედა და სისხლი დაინახა, რომელიც სავარაუდოდ ჭრილობიდან მოსდიოდა.
ლუი ძლივს-ძლივობით და ხვნეშა-ხვნეშით მივიდა კარამდე და კარები გააღო, შემდეგ კი გარეთ გავიდა, მაშინვე კედელს ზურგით მიეყუდა და ძირს ჩასრიალდა.
-ლუი!- დაიძახა ნაილმა და მასთან მიირბინა, იგი მაშინვე ლუისთან დაიხარა- რა გჭირს? ცუდად ხარ?
-სისხლდენა მაქვს- უთხრა ლუიმ და ტკივილისგან თვალები მაგრად დახუჭა.
-ექიმს დავუძახებ- თქვა ენმა და მაშინვე გაიქცა.
-ადგომა შეგიძლია?- ჰკითხა ნაილმა ლუის.
-ალბათ- მიუგო ლუიმ.
ნაილმა ლუის მკლავზე ხელი მოჰკიდა და მას ადგომაში დაეხმარა, შემდეგ კი მისი მკლავი თავის კისერზე გადაიხვია და ლუი პალატისკენ წაიყვანა.
YOU ARE READING
Insecure - N. H / / Larry / / Ziam ✔️
Fanfictionრა ხდება, როცა შენი ცხოვრება იცვლება? როცა ის შენთვის დაუნდობელი ხდება, როცა ყველა შენი ოცნება ფერს კარგავს, იმ ყვავილებით მოფენილ, ნათელ და ლამაზ გზას შორდები, რომელზეც ერთ დროს მშვიდად მიდიოდი და ბნელ სამყაროში ინაცვლებ, სადაც შენთვის არავინ და არ...